English Version

ირანში მეჯლისის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

4 მაისი | 17:16 ამობეჭდვა

ირანში მეჯლისის, ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქვეყნის ხელმძღვანელი და სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი თვლის, რომ მოსახლეობა ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეს.

რაც უფრო დიდი იქნება მოსახლეობის აქტივობა, მით უფრო კარგი იქნება მომავალი დეპუტატების მუშაობა, - განაცხადა აიათოლამ.
ირანის ტერიტორიაზე 14 323 საარჩევნო უბანია გახსნილი. ქვეყნის მოსახლეობამ მეჯლისის 65 დეპუტატი უნდა აირჩიოს.