English Version

ედპ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის

4 მაისი | 17:01 ამობეჭდვა

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის. უმუშევრობის დასაძლევად შემუშავებული პროგრამა პარტიის წევრებმა საბურთალოს მოსახლეობას გააცნეს.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის' პროგრამის მიხედვით, უნდა შეიქმნას უმუშევართა ერთიანი ბაზა, თითოეულ უმუშევარ მოქალაქეს ჰქონდეს დაზღვევა, ყოველთვიური დახმარება და სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი უფასო პროფესიული გადამზადება და შემდგომი დასაქმება.