პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დავით ბაქრაძე დღეს რაჭაში იმყოფებოდა და ონის რაიონის სოფელ სორის მოსახლეობას შეხვდა. ბაქრაძე მათ რაიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.
უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები და სოფელი წლის ბოლომდე ბუნებრივ აირს მიიღებს. ასევე მიმდინარეობს წყლის სისტემის რეაბილიტაცია. წყლის სათავე ნაგებობა უკვე აღდგენილია და ამჟამად დაქსელვითი სამუშაოები ხორციელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და ადგილობრივების დასაქმების საკთხებს.
დავით ბაქრაძის თქმით, ონის რაიონში 2 თვის შემდეგ ბარიტის საბადო ამოქმედდება, სადაც 200 ადგილობრივი დასაქმდება. რეგიონში უკვე დაწყებულია საგაზაფხულო სამუშაოები, რისთვისაც მობილიზებულია საჭირო ტექნიკა.
დღესვე დავით ბაქრაძე ონში გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში რაჭის ეპარქიის მეუფე ელისესაც შეხვდა. ვიზიტის ბოლოს კი ბაქრაძემ ონში სასტუმრო „ორიონიც“ დაათვალიერა, რომელიც სტუმრებს დღეიდან მიიღებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო 14- ნომრიანია და იქ დასაქმებული ადგილობრივები არიან.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა 104 წლისაა

