ევროპის რვა საუკეთესო 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები სლოვენიაშია. ქართველი ფეხბურთელები, ევროპის საუკეთესო გუნდებთან ერთად, ოქროს მედლისთვის ლუბლიანაში იბრძოლებენ.
ვასილ მაისურაძის გუნდი ავსტრიიდან სლოვენიაში გუშინ ჩავიდა და ჩემპიონატის დაწყებამდე პირველი ვარჯიში ჩაატარა.
სადებიუტო შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გერმანიის წინააღმდეგ ხვალ გამართავს. ჯგუფის კიდევ ორ მატჩს კი 7 და 10 მაისს საფრანგეთისა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო ნაკრები გავა.
ქართველი ფეხბურთელების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას სლოვენიაში "მოამბის" გადამღები ჯგუფი გააშუქებს. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შესთავაზებს.
ევროპირველობაზე პირველ მატჩს ვასილ მაისურაძის გუნდი ხვალ თბილისის დროით 20:30 საათზე გამართავს.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

