English Version

ქუთაისში ქუთაისქალაქობას აღნიშნავენ

ქუთაისში ადგილობრივები და ტურისტები დღეს ქუთაისქალაქობას აღნიშნავენ. განახლებული და მეორე დედაქალაქად წოდებული ქალაქი უამრავ ვიზიტორს მასპინძლობს.

ამ დღის აღნიშვნა წელს ასმესამედ ხორციელდება. რეაბილიტირებულ ისტორიულ ქუჩებში ეწყობა წარმოდგენები, თეატრალიზებული მსვლელობა, ექსპოზიციები, ღვინის გამოფენა და სპორტული შეჯიბრებები.

იმერეთს სტუმრობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ქალაქის განახლებულ შენობებსა და ახალ ობიექტებს ათვალიერებენ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ სამი ოთარის ძეგლი მოინახულა და ოთარ სულაბერიძის, ოთარ ქორქიასა და ოთარ მამფორიას სკვერი ყვავილებით შეამკო.

დღესვე ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის რეაბილიტირებული დრამატული თეატრი და გიმნაზიელი გოგონას ძეგლიც გაიხსნება.