ჰოლანდიის პოლიციამ ცოტა ხნის წინ ჰააგაში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირიდან ერთის, 19 წლის ზია ბორუკჩუს დაკავება მოახერხა.
მეორე ბრალდებულის, ეროვნებით ქართველი ახალგაზრდის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. სანდრო გრიგოლია თანამზრახველთან, ანუ უკვე დაკავებულ ბორუკჩუსთან ერთად, ეჭვმიტანილია საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმასა და იუველირის მკვლელობაში.
ჰოლანდიელი სამართალდამცველები ამ წუთებში გრიგოლიას მოქალაქეობას ადგენენ და ქართულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობენ.
ორივე ახალგაზრდა, როგორც ჰოლანდიური მედია წერს, ჰააგაშია დაბადებული. ჟურნალისტების ინფორმაციით კი, სანდრო გრიგოლია ნახევრად თურქია. წინასწარი ვერსიით, არსებობს ვარაუდი, რომ მან მიმალვა ბელგიის ტერიტორიაზე მოახერხა.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

