English Version

ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი 4 მაისს გაიხსნება

1 მაისი | 17:07 ამობეჭდვა

კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი 4 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვარსკვლავის გახსნის წინ შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომლის რეპეტიციები უკვე დაიწყო.

ქართველი მსმენელი მონატრებულ სიმღერებს ქართული ესტრადის ყველა თაობის მომღერლების შესრულებით მოისმენს. კომპოზიტორის 2-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის აღნიშვნა ქალაქის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარადაჭერით იმართება.