English Version

პარიზის პროკურატურამ ნიკოლა სარკოზის სარჩელის განხილვა დაიწყო

1 მაისი | 17:01 ამობეჭდვა

პარიზის პროკურატურამ ნიკოლა სარკოზის სარჩელის განხილვა დაიწყო. მოქმედმა პრეზიდენტმა ინტერნეტგამოცემა "მედიაფართს" უჩივლა, რომელმაც სარკოზისა და მუამარ კადაფის კავშირზე ვრცელი სტატია გამოაქეეყნა.

გამოცემის საიტზე რედაქტორებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ , რომ სარკოზის 2007 წლის საარჩევნო კამპანია 50 მილიონი დოლარით სწორედ მუამარ კადაფიმ დააფინანსა. ნიკოლა სარკოზი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.