English Version

თბილისის საჯარო სკოლების school box - ებით აღჭურვა გრძელდება

თბილისის საჯარო სკოლების school box - ებით აღჭურვა გრძელდება. განათლების და მეცნიერების მინისტრი 84- ე საჯარო სკოლას ესტუმრა. დიმიტრი შაშკინი სკოლაში ახალი ტექნიკის შეტანის პროცესს პირადად დაესწრო.

school box -ი სპეციალური მოწყობილობაა, სადაც ისეთი სისტემაა ჩატვირთული, რომელიც სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს.

ახალი აპარატურით შესაძლებელია უწყვეტი ინტერნეტის მიღება, ონლაინ შეფასებები , საკონტროლო სამუშაოების და სხვადსხვა სახის კონფერენციების გამართვა.

ახალი სისტემის დანერგვა საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. საატესტატო გამოცდები სკოლებში წელს სწორედ ამ სისტემის გამოყენებით ჩატარდება.