საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს ლიტვის სეიმის ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელებსა და წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროში ქვეყნებს შორის გამოცდილების ურთიერთ გაზიარებაზე ისაუბრეს.
ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ეფექტიან მართვასა და მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე. დელეგაციის წევრები მინისტრთან ერთად საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც მოინახულებენ.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

