რუსეთ-საქართველოს ომის "გმირად" აღიარებული ანატოლი ლებედი ავარიაში დაიღუპა. ინციდენტი მოსკოვის აღმოსავლეთით მოხდა.
ლებედი მოტოციკლით მოძრაობისას ბორდიურს შეეჯახა და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. ის მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე დაიღუპა.
ანატოლი ლებედი 2008 წელს ფოთში შესვლისას რუსული სადესანტო ნაწილების ერთ-ერთი მეთაური იყო. მისი ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით ააფეთქეს და ჩაძირეს საქართველოს საზღვაო ძალების კუთვნილი მცურავი საშუალებები, მწყობრიდან გამოიყვანეს საზღვაო ძალების კუთვნილი შენობები, ტექნიკა და ინფრასტრუქტურა.
ანატოლი ლებედი მედვედევისა და პუტინის კეთილგანწყობით სარგებლობდა და მთავრობასთან დაახლოებულ ოფიცრად ითვლებოდა. საქართველოსა და ჩეჩნეთში გამოჩენილი "გმირობისთვის" მას რუსეთის გმირის წოდებაც კი მიანიჭეს.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

