English Version

სოფელ დიდ ლილოში გამწვანების აქცია გაიმართა

28 აპრილი | 16:47 ამობეჭდვა

სოფელ დიდ ლილოში გამწვანების აქცია გაიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის თანამშრომლებმა ერთობლივად ლილოს არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჭვის ხეები დარგეს და ტერიტორია დაასუფთავეს.

გამწვანების აქციებს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები პერიოდულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აწყობენ.