ჯგუფი ელდრაინი ამიერიდან მსმენელის წინაშე ახალი შემადგენლობით წარდგება. ჯგუფის ახალი წევრები "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში საპროდიუსერო კომპანია "ტიტანმა" წარმოადგინა.
კომპანია "ტიტანი', რომელიც "ელდრაინის" სახელისა და სიმბოლიკის მფლობელია, ჯგუფის ძველ შემადგენლობასთან გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც მათთან თანამშრომლობა შეწყდა, კერძოდ, საქმე ერთ-ერთ უკრაინულ პროექტზე შეუთანხმებლობას ეხება.
ახალი შემადგენლობის შესაქმნელად კასტინგი ჩატარდა, რის შემდეგაც 5 კანდიდატი შეირჩა, რომლებიც "ელდარინის" წევრები იქნებიან. მათ შორის რამდენიმე საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი მუსიკოსია.
ჯგუფის წევრები ახალი სიმღერების შექმნასა და რეპერტუარზე აქტიურად მუშაობენ. მათთვის რეპერტუარს ცნობილი შვედი კომპოზიტორი ადამ ალვერკი ქმნის. მაისის თვეში თბილისში, ღია ცის ქვეშ "ელდრაინის" სოლო კონცერტის გამართვა იგეგმება.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
კობა დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის შეფასება ძალიან შეურაცხმყოფელი იყო
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

