English Version

ჯაზსერიები ივენთ ჰოლში

ჯაზსერიები ივენთ ჰოლში - "ისტერნ პრომოუშენმა" და "თი-ბი-სი სტატუსმა" ჯაზის მოყვარულებს მორიგი საჩუქარი გაუკეთა.

ჯაზის ცოცხალი ლეგენდა ფრედ უესლი, ჯაზ სერიების ფარგლებში, კიდევ ერთხელ ეწვია საქართველოს და კონცერტი თავის ბენდთან, "ნიუ ჯეი ბი ჰორნსთან" ერთად, "თბილისი ივენთ ჰოლში" გამართა.

ფრედ უესლი ფანკური მუსიკის არქიტექტორად ითვლება. მას უმუშავია ისეთი რანგის შემსრულებლებთან, როგორებიც არიან რეი ჩარლზი, ვან მარისონი, ჯენეტ ჯექსონი და სხვები.

ჯაზმენი პირველად 2007 წელს ეწვია საქართველოს და ბათუმის ჯაზ ფესტივალზე დაუკრა. ჯაზსერიების მორიგ, დასკვნით კონცერტს გრემიზე ნომინირებული რობერტ გლასპერი გამართავს.