English Version

"მასკოვსკიე ნოვოსტი" - მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი ბიზნესცენტრად იქცა

რუსული ეკლესია კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. გაზეთ "მასკოვსკიე ნოვოსტის" ცნობით, მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარი ბიზნესცენტრად იქცა. მას სპეციალური ფონდი მართავს, რომელიც ყოველწლიურად მოსკოვის ბიუჯეტიდან ასობით მილიონ რუბლს იღებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ტაძრის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულია ათობით კომპანია, რომელთა მფლობელები ფონდის ხელმძღვანელობის ნათესავები არიან.

ჟურნალისტებმა ვერ დაადგინეს, სად შეიძლება ნახონ ფონდის ფინანსური საქმიანობის დოკუმენტები, რომელსაც რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს.