ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ცვლილებების მიზანი, საგადასახადო სისტემის შემსუბუქება, სანქციების ლიბერალიზაცია და ადმინისტრირების გამარტივებაა.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და შესაბამისად, სამართალდარღვევათა შემცირებას.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება პირი, რომლის მფლობელობაში არსებული მიწა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მდებარეობს და აღნიშნულის გამო იგი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით.
ასევე, საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის კონტროლის გვერდის ავლის ან მისგან მალულად გადაადგილებისას, შესაძლებელი იქნება ჯარიმის ნაცვლად, გაფრთხილების გამოყენება.
საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში უკვე იხილავენ.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა 104 წლისაა

