რუსეთის ისტერიული ტონი და კრემლის პირველი დიპლომატის არადიპლომატიური პასუხი ქართველი ჟურნალისტების შეკითხვაზე. საქართველო იყო დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა ბრიუსელში გამართული ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომაზე.
ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ, ისევე როგორც სხვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კიდევ ერთხელ დაისვა. საკითხით და კრიტიკით გაღიზიანებულმა რუსმა დიპლომატმა უცენზურო სიტყვებისა და ჩვეული აგრესიული რიტორიკისგან თავი ვერც ამჯერად შეიკავა.
კრემლი არამხოლოდ საქართველოს თემამ გააბრაზა, რასმუსენმა რუს სტუმარს რამდენჯერმე აუხსნა,რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კრემლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ნატო-ს გენმდივნის განმარტებისა,მხარეებმა ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემაზე შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს. ოფიციალური მოსკოვი უკმაყოფილო დარჩა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საკუთარი როლის განსაზღვრითაც და ჩიკაგოს სამიტზე ახალ რანგში ვლადიმერ პუტინის მიუპატიჟებლობითაც.
პარალელურად, საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში მნიშვნელოვან შეხვედრებს და პარტნიორებთან მოლაპარაკებებს წარმატებით განაგრძობს.
რუსეთის პირველი დიპლომატის აგრესიულ განცხადებას და მორიგ ბრალდებებს ქართული მხარე უკვე გამოეხმაურა. თბილისში სერგეი ლავროვის პოზიცია არ უკვირთ და ამბობენ, რომ კრემლის ეს ჩვეული რიტორიკა, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავის მართლებას გავს, რაც საკმაოდ არადიპლომატიური და წამგებიანი პოზიციაა.
ლავროვის განცხადებაზე კომენტარი,რამდენიმე წუთის წინ, ქობულეთში პროფესიულ სასწავლებელში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

