English Version

შემოსავლების სამსახური ჩეკების გათამაშებას იწყებს

18 აპრილი | 16:25 ამობეჭდვა

შემოსავლების სამსახური დღეიდან ჩეკების გათამაშებას იწყებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი შესყიდვით მიღებული სალარო აპარატის ქვითარი გათამაშებაში ჩაერთვება.

მომხმარებლებს 10-დან 50 000 ლარამდე თანხის მოგება შეეძლებათ.

მოგების გადამოწმება ჩეკზე მითითებული უნიკალური ექვსნიშნა და რვანიშნა კოდების მიხედვით მოხდება. "ჯეოსელისა" და "მაგთის" აბონენტებმა ჩეკის ორივე კოდი მოკლე ტექსტური შეტყობინებით ნომერზე *200# უნდა გაგზავნონ.

მოგების შემოწმება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდით და სწრაფი გადახდის აპარატებითაც იქნება შესაძლებელი.