English Version

იტალიის დედაქალაქში შესაძლოა ერთ-ერთ ქუჩას თბილისი ეწოდოს

მალე შესაძლოა იტალიის დედაქალაქში ერთ-ერთ ქუჩას საქართველოს დედაქალაქ თბილისის სახელი ეწოდოს - დაპირება ამის შესახებ თბილისის მერმა რომის მერთან და ვიცე-მერთან შეხვედრაზე მიიღო.

გიგი იგულავა სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფებოდა, ის რომის მერს და ვიცე-მერს შეხვდა.

რომის მერიაში შეხვედრისას მათ განიხილეს ის პროექტები და ინიციატივები, რომელიც ორი ქალაქის დაახლოებას შეუწყობს ხელს,ასევე - გამოცილდების გაზიარების, საქართველოში იტალიელი ტურისტების მოზიდვის, საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის კი, რომის ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელწოდება მიენიჭება.

მერიაში შეხვედრამდე თბილისის მერი იტალიურ-ქართული სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც საქართველოს პრეზენტაცია შედგა.

"საქართველო ბიზნესშესაძლებლობების ქვეყანა იტალიელი კომპანიებისთვის" - იტალია საქართველოსთვის რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორია და არის იმის წინაპირობა, რომ საქართველოში იტალიური ბიზნესის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს.

საქართველოში გატრებულ რეფორმებზე, ბიზნესის კეთებაზე, ლიბერალურ გარემოზე თბილისის მერმა საკუთარ სიტყვაში გაამახვილა ყურადღება და შეხვედრაზე მოსული ბიზნესმენები თბილისში დაპატიჯა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 2 ივლისიდან თბილისში პირდაპირ ფრენებს იწყებს პირველი იტალიური ავიაკომპანია "ალიტალია", ფრენები რომიდან კვირაში 2-ჯერ შესრულდება.