მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა ინდონეზიაა. რამდენიმე საათის წინ კუნძულ სუმატრაზე ძლიერი, 8.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყანაში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, საფრთხე რამდენიმე წუთის წინ მოიხსნა. ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ადგილობრივმა ტელევიზიებმა უკვე გაავრცელეს პირველი კადრები, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ხდება ახლა კუნძულზე. მოსახლეობა პანიკაშია და სახლებს ტოვებს.
მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი, განმეორებითი, 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა უკვე გამოაქვეყნეს იმ ქვეყნების სია, რომლებსაც, ცუნამის შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ. მათ შორისაა ინდოეთი, შრი-ლანკა, ავსტრალია, ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, ირანი, სინგაპური და სამხრეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა.
დაშავდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები სტიქიის შედეგად, ეს ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს დიპლომატიური უწყება დეტალების გადამოწმებას ცდილობს.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
კობა დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის შეფასება ძალიან შეურაცხმყოფელი იყო
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

