English Version

ავიაკომპანია "პეგასუსი" რეისების შესრულებას იწყებს

12:31 | 10 ოქტომბერი 2010 ამობეჭდვა    გადმოტვირთე ნახვა: 732

ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი დაბალტარიფიანი ავიაკომპანია შემოდის. დღეიდან რეისების შესრულებას ავიაკომპანია "პეგასუსი" იწყებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები, სტამბულის "საბიჰა გოგჩენის" აეროპორტის გავლით, ყოველდღიურად შესრულდება.

პოლონური ავიაკომპანია "ლოტის" შემოსვლის შემდეგ, ეს უკვე მეორე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიაა.

"პეგასუსი" საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციის "იატას" წევრია და დღესდღეობით მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 100 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.

ახალი კომპანია საქართველოთი "ტავ ჯორჯიასა" და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მუშაობის შედეგად დაინტერესდა. საქართველოს ბაზრით დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების დაინტერესება ბოლო პერიოდში წარმატებით ხორციელდება, რაც ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებისა და მგზავრთა ნაკადის ზრდისკენაა მიმართული.