საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბეთვითმმართველობა 2017ლიტერატურული პრემია „საბა"დოკუმენტური სერიალი - "ტოპ გიარ"მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხანმოკლე XX საუკუნესერიალი - ცბიერი მოახლეები

დილის ეთერი

დილის მოამბეპირადი ექიმი - მარი მალაზონია სერიალი - გამარჯვებული ვიქტორიაიტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი გურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) სერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზი
6271
ბათუმელი ბიჭების საძმაკაცოები, უმუშევრობა და უიმედობა „გარეშე“ თვალით: საუბარი კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევართან
გამოქვეყნებულია: 2017-06-22, 22:00

რა ხდება მაშინ, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქვეყანა აღმშენებლობისა და განვითარების გზას დაადგა და მანკიერი წარსული ოფიციალურად დასრულდა, არადა ეს „წარსული“ ჯიუტად განაგრძობს არსებობას ელიტისგან გარიყული, პრივილეგიებს მოკლებული ხალხის ცხოვრებაში? 

რას ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც საკუთარ ადგილს ვერ ხედავენ ნათელი მომავლის ოფიციალურ სცენარებში? 

როგორია ქალაქების − მაგალითად, ბათუმის − მეორე და რეალური სახე ბრჭყვიალა ფასადებსა და ფეშენებელურ სასტუმროებს მიღმა? 

რა პირობებში უწევთ „კაცობაში“ გადასვლა თინეიჯერ ბიჭებს, რომელთა მამებიც ან უცხოეთში გადაიხვეწნენ, ან უმუშევრობამ, დეპრესიამ თუ ალკოჰოლიზმმა იმსხვერპლა? 

რა დაღი დაასვა 1990-იანების ძალადობამ იმ თაობას, რომლის ბავშვობაც პოლიტიკური თუ მორალური წესრიგის სრულ კოლაფსს დაემთხვა? 

როგორ აისახება საპოლიციო ძალადობა თუ „სიღარიბის კრიმინალიზაციის“ პოლიტიკა მარგინალიზებული ახალგაზრდა მამაკაცის ყოფაზე? 

გადაცემა #ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი და სხვა საკითხებზე ესაუბრება კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორს, ანთროპოლოგ მარტინ დემანტ ფრედერიკსენს, ავტორს წიგნისა „ახალგაზრდა მამაკაცები. დრო და მოწყენილობა საქართველოს რესპუბლიკაში“, რომელიც ასახავს ღარიბი და უმუშევარი ბათუმელი ბიჭების ყოფას.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი