საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბესერიალი - ველვეტი (U)სპორტი 360°დღეები და ღამეები60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016სერიალი - შურისძიება (12)შაბათს საღამოს ლიზასთან ვექტორი„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თაროინტერVIEWკომუნიკატორი რეალური სივრცემთავარიეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა წითელი ზონაუცნობი მუსიკაგააგრძელე საქართველოს ისტორია ხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

ანიმაციური სერიალი - ჯიმი ნიუტრონი-გენიოსი ბიჭუნადილის მოამბესერიალი - გამარჯვებული ვიქტორიაპირადი ექიმი - მარი მალაზონია სიტყვების თამაში

დღის ეთერი

C სტუდიაკაცების დროტელემანისპორტის დაფაეკონომეტრიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - პუაროსერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთმუსიკო♫ლოგოსიდღე მუზეუმშიტელებლოგი

სპორტი

ათენიდან ათენამდესპორტი საზოგადოებრივზე სპორტი გიორგი ზურაბიშვილთან ერთადჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში

პროექტები/სხვადასხვა

სტუმარ-მასპინძელისაზოგადოებრივის ეთერში23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით #თქვილიტერატურული პრემია „საბაოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიარქივი ყველასპირველი პირველზე მუსიკა საზოგადოებრივზე ადამი მედია პრიზისაბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
შევა თუ არა დაზღვევის პაკეტებში გაძვირებული მედიკამენტები? რას გულისხმობს ჯანდაცვის რეფორმის „მეორე ტალღა“? #ინტერVIEW დავით სერგეენკოსთან
გამოქვეყნებულია: 2017-02-02, 22:00

რას გულისხმობს ჯანდაცვის რეფორმის „მეორე ტალღა“? 

რის მიხედვით განისაზღვრებიან მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევა აღარ მოიცავს - სტატუსით თუ შემოსავლით? 

მაშინ, როცა ოჯახთა მხოლოდ სამი პროცენტის წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს, რამდენად მართებულია მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო დიდ თანხას ხარჯავს „მდიდრების“ დაზღვევაზე? 

შევა თუ არა სახელმწიფო დაზღვევის პაკეტებში მედიკამენტები, რომელთა მზარდი ფასებიც უმწვავეს პრობლემას უქმნის ხელმოკლე მოქალაქეებს, პენსიონერებს? 

რა პასუხი აქვს მინისტრს არაერთი ფსიქიატრის მოსაზრებაზე, რომ ამ სფეროში ვითარება ისევ უბრუნდება კარგა ხნის უარყოფილ, დიდი ინსტიტუტების მოდელს, რომელიც აძლიერებს მოქალაქეების სტიგმასა და საზოგადოებიდან მათს გარიყვას? 

რა კეთდება საიმისოდ, რომ საავადმყოფოთა მფლობელობის მოდელში შემოვიდეს დასავლეთის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული, არაკომერციული ფორმა? 

რატომ იხარჯება სარეზერვო ფონდიდან ათობით მილიონი ლარი გასართობ ღონისძიებებზე და რატომ იღებენ მოხელეები დიდძალ სახელფასო დანამატებს მაშინ, როცა ყოველი მეხუთე ბავშვი ჯერაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო სახელმწიფო შემწეობას 1,6 მილიონამდე მოქალაქე ითხოვს? 

როდის დაიცავს სახელმწიფო მოქალაქეებს სამუშაო ადგილებზე სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეებისგან? 

რა აქვს სათქმელი სამინისტროს რუსთავის „აზოტის“ ქარხნიდან მოულოდნელად გათავისუფლებული 350 მუშის, ან „ბავშვთა სამყაროს“ ტეროტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგად მძიმედ დაზარალებულთათვის? 

ამ და სხვა თემებს ეხება გადაცემა #ინტერVIEW-ს წამყვანის, სალომე ასათიანის საუბარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
ინტერVIEW

წამყვანი - სალომე ასათიანი.

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების"ერთობლივი სატელევიზიო პროექტი „ინტერVIEW“ ჟანრული თვალსაზრისით წარმოადგენს სიღრმისეულ ინტერვიუს - პირებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გადაცემის ფუნქცია არის ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლი და საზოგადოების მიუკერძოებელი ინფორმირება, ე.წ. გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის სერიოზული კითხვების დასმა და ამით მოქალაქეების წინაშე მათი ანგარიშვალდებულების წარმოჩენა.

რესპონდენტები, ძირითადად, იქნებიან პოლიტიკური ლიდერები და ფიგურები ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ასევე, რიგ შემთხვევებში უცხოეთის იმ ცენტრებიდანაც (ბრიუსელი, ვაშინგტონი...), რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაზე. საუბრის მსვლელობისას დაისმება მწვავე კითხვები და აუდიტორიას მიეწოდება საკითხების ის ფართო კონტექსტი, რომლებიც მიმდინარე, ყოველდღიური ახალი ამბების გაშუქებისას, როგორც წესი, ყურადღების მიღმა რჩება. 

პოლიტიკური ფიგურების გარდა, გადაცემას ესტუმრებიან საზოგადოების აქტიური პირები, მკვლევარები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ინტერVIEW“ გამოეხმაურება, როგორც მიმდინარე, მწვავე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს, ასევე სოციო-კულტურულ პრობლემატიკას. რელიგიის თემა, შემწყნარებლობის დეფიციტი, ქალთა და გოგონათა უფლებები, უმცირესობების მდგომარეობა - ეს საკითხებიც გადაცემის თემატიკას წარმოადგენს.

„ინტერVIEW“ მოიცავს უფლება-ვალდებულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიო „თავისუფლებას" თანაბრად აქვთ გადანაწილებული. გადაცემა ეთერში 2015 წლის 10 დეკემბრიდან გადის.

5873

უახლესი