საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბეყველა კითხვასერიალი - ველვეტი (U)შაბათს საღამოს ლიზასთან 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსივექტორი"ტოპ გიარ"„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადინტერVIEWკომუნიკატორი რეალური სივრცემთავარისიტყვების თამაშიეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა წითელი ზონაუცნობი მუსიკაგააგრძელე საქართველოს ისტორია ხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

დილის მოამბეპირადი ექიმი - მარი მალაზონია

დღის ეთერი

C სტუდიაკაცების დროტელემანიწიგნების თაროეკონომეტრიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) სერიალი - პუაროჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთმუსიკო♫ლოგოსიდღე მუზეუმშიდოკუმენტური სერიალი - ცნობისმოყვარეობატელებლოგი

სპორტი

სპორტი საზოგადოებრივზე სპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში

პროექტები/სხვადასხვა

საზოგადოებრივის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბაოქროს თვალიელექტრონავტებიარქივი ყველასპირველი პირველზე მუსიკა საზოგადოებრივზე ადამი მედია პრიზისაბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
გამოქვეყნებულია: 2017-01-12, 11:06
• ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი.

• ბალანჩივაძის ქუჩაზე, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ დაჭრეს.
• რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება კიდევ ერთი პირი.
• "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის ფრთის წევრები, პარტიიდან გასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს 15 საათზე გააკეთებენ.
• ე.წ. სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობიდან" ე.წ. ბოკერიას გუნდის გასვლას ადასტურებენ და ამბობენ, რომ პარტიას მისი წევრები ოფიციალურად დღეს დატოვებენ.
• “ნაციონალური მოძრაობის” სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლები საპარლამენტო ფრაქციის არსებული შემადგენლობის დაშლას ვარაუდობენ.
• ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რექს ტილერსონი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციას ადასტურებს.
•"გაზპრომ ექსპორტთან“ მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკოსები აფასებენ.
• კომპანია "გაზპრომთან” საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ზიანს არ მიაყენებს.
• ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ, 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას, დღეს კენჭს უყრის.
• არასაპარლამენტო ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო მორიგ სხდომას დღეს გამართავს.
• ალექსანდრეს ბაღში წიწვოვანი ხის მოჭრა გააპროტესტეს პარტიზანელმა მებაღეებმა.
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლების შემზღუდავი რეგულაციების დისკრიმინაციულად ცნობის მოთხოვნით “იემსი” სახალხო დამცველს მიმართავს.
• "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” დღეს პროკურატურაში სარჩელს წარადგენს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "გირო კრედიტის” დამფუძნებლის გიორგი გუგუმბერიძის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
• გირჩის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკითხავთ.
• ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება ,,ცენტრ-პოინტის” საქმის ე.წ. მაგნოლიას ეპოზოდის განხილვა საქალაქო სასამართლოში.
• პროკურატურამ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანების საქმეზე ბრალდებულების მიმართ განრიდების გადაწყვეტილება მიიღო და სამივე ბრალდებულს 500 ლარიანი ჯარიმა დაკისრა.
• საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირანელ კოლეგას შეხვდა.
• ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო გასხვისებულია.
• გროზნოში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი მოკლეს.
• შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით თავისი ხედვა წარმოადგინა.
• კანადის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ქრისტია ფრილანდი რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ კრემლს მინისტრი უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის გამო, სასანქციო სიაში ჰყავს შეყვანილი.
• ბოლივიის შეიარაღებულმა ძალებმა 2 ჰექტარი ფართობის მინდორი გადაწვეს, სადაც 14 ტონამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა იყო მოყვანილი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
დილის მოამბე
გადაცემა „დილის მოამბე" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერშია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 - 10:00 საათზე.  გადაცემის მიზანია მაყურებელს მიაწოდოს ობიექტური და სანდო ინფორმაცია  საქათველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ; კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად, გაამახვილოს ყურადღება საზოგადოებისთვის მნიშველოვან თემებზე.

გადაცემა შედგება ოთხი ბლოკისგან, ესენია:
• საინფორმაციო ბლოკი
• დილის მოამბის სტუმარი სტუდიაში
• დილის მოამბის ეკონომეტრი - ეკონომიკის სიახლეებით
• სპორტი დილის მოამბეში - სპორტის სიახლეების მიმოხილვა


196

უახლესი