საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბეთბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსყველა კითხვასერიალი - მთავრობა (12)შაბათს საღამოს ლიზასთან ვექტორი„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადინტერVIEWკომუნიკატორი რეალური სივრცემთავარი2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა წითელი ზონაუცნობი მუსიკაგააგრძელე საქართველოს ისტორია ხანმოკლე XX საუკუნესერიალი - ცბიერი მოახლეები

დილის ეთერი

ანიმაცია - კუნგ ფუ პანდადილის მოამბეპირადი ექიმი - მარი მალაზონია სერიალი - წინ წარმატებისკენ სიტყვების თამაშინამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი C სტუდიაკაცების დროტელემანიწიგნების თაროეკონომეტრიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) სერიალი - პუაროჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთმუსიკო♫ლოგოსიდღე მუზეუმშიდოკუმენტური სერიალი - ცნობისმოყვარეობატელებლოგი

სპორტი

FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი საზოგადოებრივზე სპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

საზოგადოებრივის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბაოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა საზოგადოებრივზე ადამი მედია პრიზი
გადაცემა
ქართული რაგბის ქომაგი - "რაგბი ეს არის ერთობა"
#თქვი | 27 ივნისი, 2017
რაგბი პირველად სტადიონზე აღმოაჩინა. მას შემდეგ ამ სპორტთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა. მართალია, ტრავმის გამო, ქართველი მორაგბეების რიგებს ვერ შეუერთდა, თუმცა დიდი ოჯახის წევრად მაინც იქცა. ლევან ჯობავა რაგბის ქომაგი და პროექტ "რაგბი აქაურობის" ავტორია. პროექტის მეშვეობით საქართველოში მოგზაურობს და ახალგაზრდებს რაგბის აღმოჩენაში ეხმარება. მისი პროექტის წყალობით, ქართულმა რაგბმა მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა იპოვა და ჯანსაღი ცხოვრების გზას გაუყენა. პროფესიით, თავადაც ჟურნალისტია. რესპონდენტის ამპლუაში რაგბზე საუბარი პირველად უწევს. მაშ ასე, პროექტი "თქვი" გთავაზობთ ლევან ჯობავას პროფაილს.
წაკითხვა
გადაცემა
"საზოგადოება მისგან განსხვავებულს ვერ ეგუება" - სოფო ებრალიძე პროექტში "თქვი"
#თქვი | 15 მაისი, 2017
ერთ დროს ჟურნალისტობა უნდოდა, თუმცა ამერიკათმცოდნეობაზე შეაჩერა არჩევანი, შემდეგ მედია მენეჯმენტი დაამთავრა და მიხვდა, რომ სწორ ადგილას აღმოჩნდა. მას შემდეგ მისი სახელი სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალთან ასოცირდება. იპოვო შენი ადგილი, მარტივი არ არის, თუმცა სოფო ებრალიძეს ეს გამოუვიდა. კამერებთან საკუთარ თავზე არ უსაუბრია. პროექტი "თქვი" გამონაკლისი შემთხვევაა. ის საკუთარ ცხოვრებასა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება. "რეალობა არც ისე იკბინება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს", - ეს სიტყვები სოფო ებრალიძეს ეკუთვნის. ცხოვრებისეული გამოცდილების მატებასთან ერთად ხვდება, რომ ყოველი დღით უნდა ისიამოვნო და მიიღო საკუთარი თავი, ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ. დღეს ჩვენი სტუმარი კომუნიკაციების მენეჯერი, სოფო ებრალიძეა. 
წაკითხვა
გადაცემა
"განათლება არ ნიშნავს წიგნზე თავის დარტყმას" - თორნიკე კობალაძე პროექტში "თქვი"
#თქვი | 2 მაისი, 2017
ბიჭი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს პროექტ "წიგნების თაროდან" გავიცანით. ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, თუმცა მისი წარმატების ისტორიის ფურცლები უკვე გადაიშალა. თორნიკე კობალაძე პროექტ "თქვის" შემდეგი სტუმარია. ის საკუთარ ცხოვრებაზე, ლიტერატურაზე, საზოგადოებაზე და სხვადასხვა საინტერესო თემებზე საუბრობს. მისი მთავარი სათქმელი მარტივი და ლაკონურია - "განათლება არ ნიშნავს წიგნზე თავის დარტყმას - ეს აუცილებლობაა, რომელიც საზოგადოებას სჭირდება". ასევე იხილეთ: „წიგნების თაროს“ ახალი რეკორდსმენი ჰყავს - ინტერვიუ თორნიკე კობალაძესთან
წაკითხვა
გადაცემა
ილო ლეჟავა პროექტში "თქვი" - ჩვენს ქვეყანაში სოლიდარობის ხარისხი დაბალია
#თქვი | 2 აპრილი, 2017
ილო ლეჟავა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარეა. მან რკინიგზაში მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინა მძიმე პირობები და გადაწყვიტა ებრძოლა. მისი ბრძოლა ბლოგპოსტით დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდში რკინიგზელთა ყველაზე დიდი გაფიცვით დამთავრდა. ​ის დღემდე ცდილობს იბრძოლოს მუშათა უფლებებისათვის და მათი შრომის პირობები გააუმჯობესოს. მისი პოვნა ყველა იმ აქციაზე შეგიძლიათ, სადაც დასაქმებული ადამიანების უფლებებს იცავენ. შრომის ინსპექცია ის ინტრუმენტია, რომელიც ილო ლეჟავას აზრით, საქართველოშიც უნდა შემოვიდეს.რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე დღეს პროექტ "თქვის" სტუმარია. 
წაკითხვა
გადაცემა
როგორ გავხდი ქალი ეპისკოპოსი - რუსუდან გოცირიძე პროექტში "თქვი"
#თქვი | 16 მარტი, 2017
როდესაც ის საუბარს იწყებს, თქვენ ჩუმდებით და სმენას აძლიერებთ. ამ დროს ყველაფერი მნიშვნელოვანია, ამიტომ ერთი სიტყვაც არ უნდა გამოგრჩეთ. საზოგადოების უმეტესობა მას, როგორც ქალ ეპისკოპოსს ისე იცნობს. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ღვთისმსახური რუსუდან გოცირიძე დღეს პროექტ "თქვის" სტუმარია. რელიგია და მედია, საზოგადოება და უბრალოდ პასუხი კითხვაზე - როგორ გავხდი ქალი ეპისკოპოსი, გადაცემის მთავარი გზავნილებია. 
წაკითხვა
გადაცემა
"მედიის მთავარი სევდა" - თამარ კარელიძე პროექტში "თქვი"
#თქვი | 7 მარტი, 2017
ჟურნალისტი, ბლოგერი და ლექტორი თამარ კარელიძე პროექტ "თქვის" შემდეგი სტუმარია. სოციალურ ქსელში მისი პოსტებს ყოველთვის დიდ გამოხმაურება აქვს. განსაკუთრებით თვალშისაცემია მისი "#სევდები", რომელიც ფეისბუქში მის სახელთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ ჟურნალისტი ჩვენთან მედიის მთავარ "სევდებზე" საუბრობს. ჟურნალისტიკის არსი, გამოწვევები და დღევანდელი რეალობა - ეს და სხვა თემები თამარ კარელიძის ვიდეოს მთავარი გზავნილებია.
წაკითხვა
გადაცემა
"მათი ხმა ხმადაბლა ისმის" - ია ვეკუა პროექტში "თქვი"
#თქვი | 5 მარტი, 2017
მართალია, საკუთარ თავს კინოკრიტიკოსს არ უწოდებს, თუმცა ის მაინც ამ სტატუსითაა ცნობილი. ჟურნალისტი, გეიმერი ია ვეკუა დღეს პროექტ "თქვის სტუმარია. მისი ცხოვრების დასაწყისი კინოს უკავშირდება და ამ კავშირს დღემდე არ წყვეტს. ბოლო პერიოდია კინოზე აქტიურად არ წერს, რადგან ახლა სხვის ნაწერებს არედაქტირებს. ია ვეკუამ კინოსამყაროდან გამომცემლობაში გადაინაცვლა და რედაქტორის ამპლუა მოირგო. პროექტ "თქვიში" ის საკუთარ ცხოვრებაზე, კინოსა და თამაშებზე გვიყვება. ასე რომ, ჩვენ საშუალება გვაქვს ია ვეკუასთან ერთად 90-იანების საქართველოდან კოსმოსშიც კი აღმოვჩნდეთ. წინ საინტერესო 12 წუთი გელოდებათ.
წაკითხვა
გადაცემა
"გეტყვით იმას, რაც არსად მითქვამს" - ია ანთაძე პროექტში "თქვი"
#თქვი | 21 თებერვალი, 2017
პროექტ "თქვის" შემდეგი სტუმარია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე. გზა მასწავლებლობიდან მედიამდე და უბრალოდ საინტერესო ცხოვრებისეული მომენტები, მაუწყებლის ახალი ხედვა და მედია სტანდარტები - ეს ის თემებია, რომელზეც ია ანთაძე გულწრფელად გვესაუბრება. ასე რომ, წარმოგიდგენთ ია ანთაძეს პროექტში - "თქვი".
წაკითხვა
გადაცემა
"თანამედროვე ქართულ მწერლობაზე ვჭედავ" - ბექა ადამაშვილი პროექტში #თქვი
#თქვი | 5 თებერვალი, 2017
პროექტ #თქვის შემდეგი სტუმარი ახალგაზრდა მწერალი ბექა ადამაშვილია. მართალა ის საკუთარ თავს, არშემდგარ ჟურნალისტსა და ფსიქოლოგს უწოდებს, თუმცა უდავოდ საინტერესო პიროვნებაა. მისი ხელწერა უნიკალურია, სხვაში არ აგერევათ. ასეთია ჩვენი გადაცემის ახალი ვიდეოც. ის კვლავ ორიგინალური და საინტერესოა. მწერლობა, განათლება, ჟურნალისტიკა, თანამედროვე საზოგადოების პრობლემები, სოციალური ქსელი - ის თემებია, რომელზეც ბექა ადამაშვილთან შევჩერდით. მას ყველაზე ძლიერი იარაღი - წერა გამოვაცალეთ და კამერის პირისპირ დავსვით. ის ახლა ვერბალურად შეეცდება თქვენი ყურადღების მიპყრობას. მაშ ასე, "ბესტსელერის" ავტორი ბექა ადამაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
"ზედმეტად კვალიფიციურობის" გამო დამიწუნეს - თათია დოლიძე პროექტში #თქვი
#თქვი | 23 იანვარი, 2017
პროექტ #თქვის შემდეგი სტუმარია თათია დოლიძე. განათლების მნიშვნელობა, წარმატების მიღწევის გზები და პროფესიული განვითარება, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე სწორედ ამ თემებზე საუბრობს. მან საკუთარი დრო განათლებაზე საუბარში გამოიყენა. "ინფორმაცია ეს არის იარაღი, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია" - მაშ ასე, თათია დოლიძის მთავარი სათქმელი - პროექტში #თქვი.
წაკითხვა
გადაცემა
„ფოტოგრაფები კომბლესავით ვაგროვებთ ფოტოებს და ჭერში ვაწყობთ“ - ვახო ხეთაგური პროექტში #თქვი
#თქვი | 10 იანვარი, 2017
პროექტ #თქვის სტუმარი ამჯერად ვახო ხეთაგურია. ახალგაზრდა ფოტოგრაფი რამდენიმე წუთით საკუთარ კამერას გვერდზე დებს და ჩვენი ობიექტივის პირისპირ რჩება. რეალურსა და ირეარულ სამყაროს შორის გაჭედილი ხელოვანის მთავარი სათქმელი გადაცემის მთავარი თემაა. ის ლაპარაკობს ყველაფერზე, რაც უხარია და რაც აწუხებს. კადრში დაჭერილი სამყარო, თანამედროვე ფოტოგრაფიის გამოწვევები და უბრალოდ, ხელოვანის თვალით დანახული სამყარო სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ასე რომ, თქვენს წინაშეა #თქვის შემდეგი სტუმარი, ვახო ხეთაგური.
წაკითხვა
გადაცემა
„საზოგადოებას არ ვჭირდებით“ - უსინათლო გოგონას ნათელი გზა - #თქვი
#თქვი | 29 დეკემბერი, 2016
საზოგადოებრივის ვებგვერდი ახალ პროექტს იწყებს. თქვი შენი სათქმელი - ეს პროექტ "თქვის" მთავარი დევიზია. დღეიდან, კვირაში ერთხელ მაუწყებელი სხვადასხვა საინტერესო ადამიანების ვიდეო მიმართვებს შემოგთავაზებთ. ისინი საკუთარ პრობლემებზე, ცხოვრებასა და უბრალოდ, ყოველდღიურობაზე საუბრობენ. ​გადაცემის პირველი სტუმარი მაგდანა ბეჟანიშვილია. 25 წლის უსინათლო გოგონა საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს და საკუთარ გზას დამოუკიდებლად იკვლევს. არაადაპტირებული გარემო, შეზღუდული განათლების უფლება, საზოგადოებრივი სტიგმა - ეს ის თემებია, რომელზეც მაგდა პირველად საუბრობს. მისი სათქმელი რეალურ პრობლემებს ეფუძნება და ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეხება.  აქ მნიშვნელობა არ აქვს, ხარ თუ არა ცნობილი, მთავარია, გქონდეს შენი სათქმელი. 
წაკითხვა

უახლესი