საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბეყველა კითხვასერიალი - ველვეტი (U)შაბათს საღამოს ლიზასთან 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსივექტორი"ტოპ გიარ"„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადინტერVIEWკომუნიკატორი რეალური სივრცემთავარისიტყვების თამაშიეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა წითელი ზონაუცნობი მუსიკაგააგრძელე საქართველოს ისტორია ხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

დილის მოამბესერიალი - გამარჯვებული ვიქტორიაპირადი ექიმი - მარი მალაზონია

დღის ეთერი

C სტუდიაკაცების დროტელემანიწიგნების თაროეკონომეტრიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) სერიალი - პუაროჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთმუსიკო♫ლოგოსიდღე მუზეუმშიდოკუმენტური სერიალი - ცნობისმოყვარეობატელებლოგი

სპორტი

სპორტი საზოგადოებრივზე სპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში

პროექტები/სხვადასხვა

საზოგადოებრივის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბაოქროს თვალიელექტრონავტებიარქივი ყველასპირველი პირველზე მუსიკა საზოგადოებრივზე ადამი მედია პრიზისაბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
ინტერვიუ
როგორ უნდა მოგვარდეს ევროკავშირის შიდა პრობლემები - „მოამბის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პიტერ სიიარტოსთან
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 19 მარტი, 2017
როგორ უნდა მოგვარდეს ევროკავშირის შიდა პრობლემები, ურთიერთობა თურქეთთან თუ დაპირისპირება რუსეთთან. ამ საკითხებზე საკუთარი შეხედულებები საზოგადოებრივთან უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა. პიტერ სიიარტოს მოსაზრებით, ევროპამ ჯერ საკმაოდ ბევრი საკითხი სახლში უნდა გადაწყვიტოს და დიალოგის გზით მიაღწიოს უკეთეს შედეგს პარტნიორებთან. მათ შორის, ის იმ მიმართულებებზეც საუბრობს, რის გამოც აუცილებელია დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან. მინისტრი მიიჩნევს, რომ საქათველოს უკვე უნდა ჰქონდეს მაპი და უვიზო რეჟიმიც აქამდეც უნდა ამოქმედებულიყო. პიტერ სიიარტოსთან ინტერვიუ გიორგი გვიმრაძემ ჩაწერა
წაკითხვა
სიუჟეტი
დაპირისპირება თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის - რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 19 მარტი, 2017
რა შედეგით შეიძლება დასრულდეს თურქეთისა და ევროკავშირის ქვეყნების დაპირისპირება. ოფიციალური ანკარა გერმანიასა და ნიდერლანდებს მკაცრად აკრიტიკებს და რასიზმსა და ფაშიზმში ადანაშაულებს. საქმე თურქეთში, აპრილში გასამართ რეფერენდუმს ეხება, რომელზეც დამოკიდებულია, შეიცვლება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური მმართველობის ფორმა. ხელისუფლება ევროპაში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამ მიზნით დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში არ შეუშვეს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დაპირისპირებამ, შესაძლოა, ევროპა-თურქეთის ურთიერთობა საერთოდ დაასრულოს და ანკარას ვექტორი მოსკოვისკენ გადახაროს. ოთარ გიორგაძის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
სიუჟეტი
რა შედეგით დასრულდა გალარების სახელმწიფო პროგრამა - ეკონომისტების შეფასებები
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 19 მარტი, 2017
რა შედეგით დასრულდა გალარების სახელმწიფო პროგრამა. კვირის მოამბის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. სულ, ეროვნულ ვალუტაში უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების კონვერტაციითვის სახელმწიფოს 65  მილიონი ჰქონდა გათვალისწინებული. გამოდის, რომ პროგრამის ფარგლებში 27 ათასი სესხიდან, დოლარიდან ლარში მხოლოდ ხუთი ათასზე ოდნავ მეტი, ანუ საერთო ოდენობის მეხუთედამდე გადავიდა. „ბანკების ასოციაციაში“ ამ შედეგს პოზიტიურად აფასებენ, თუმცა განსხვავებულია ეკონომისტების შეფასება, რომლებიც კომერციულ ბანკებს აქტიურობას უწუნებენ. გიორგი გიგანი თემის დეტალებით. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა - მიზეზები და სპეციალისტების რეკომენდაციები
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 19 მარტი, 2017
2017 წლის დაწყებიდან 9 გარდაცვლილი და 68 დაშავებული. ეს არ არის საბრძოლო მოქმედებების ან სტიქიური მოვლენების შედეგი. ეს არის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც საქართველოს მხოლოდ ერთ ქალაქში, რუსთავში, ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლების ექსპლუატაციის წესების დარღვევამ გამოიწვია. რუსთავში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, გასულ კვირას, 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, თითქმის ყველა ტრაგიკული შემთხვევის დროს, საცხოვრებელ ბინაში მხუთავი აირის დაგროვების მიზეზი ერთი და იგივე პრობლემა იყო. რუსთავში ახლა მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, 45 ათასი ბროშურა უნდა დარიგდეს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც სახლში ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის ან ჰაერის გამათბობელი გაქვთ. ვის უნდა მიმართოთ ტექნიკის შემოწმებისთვის? - ამის შესახებ დეტალურად ნახეთ მარიკა შალიკაშვილის და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟში. 
წაკითხვა
სიუჟეტი
პრეზიდენტის არჩევის წესი - რა ინიციატივებზე მსჯელობენ საკონსტიტუციო კომისიის წევრები
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 19 მარტი, 2017
როგორ უნდა ავირჩიოთ პარლამენტი, პრეზიდენტი და სახალხო დამცველი. ეს იმ საკითხთა ნაწილია, რომლებზეც გასულ კვირას, საკონსტიტუციო კომისიამ იმსჯელა. ქვეყნის უზენაეს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები თუ შესაბამისი მიმართულებების სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ. ცვლილებების პაკეტის შესამუშავებლად კომისიას ვადა აპრილის ბოლომდე აქვს. სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე გაჟღერებულ ინიციატივებზე მათ საწინააღმდეგო არგუმენტებზე ნახეთ რატი ხვისტანის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ერთი კვირა ბათუმის მოვლენებიდან - რა ეტაპზეა გამოძიება
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 19 მარტი, 2017
ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული მოქალაქეების ბრალეულობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო დაადგენს. გამოძიებამ კი მთავარ კითხვას უნდა უპასუხოს – იყო თუ არა ეს სპონტანური, წინასწარ დაგეგმილი ან მართული პროცესი.ვიკა ბუკის სიუჟეტი.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 19 მარტი/ 2017/ LIVE
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 19 მარტი, 2017
• ერთი კვირა ბათუმის მოვლენებიდან -  რა ეტაპზეა გამოძიება/• პრეზიდენტის არჩევის წესი - რა ინიციატივებზე მსჯელობენ საკონსტიტუციო კომისიის წევრები/• ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა - მიზეზები და სპეციალისტების რეკომენდაციები/• რა შედეგით დასრულდა გალარების სახელმწიფო პროგრამა - შედეგები და ეკონომისტების შეფასებები/• დაპირისპირება თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის - რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები/• როგორ უნდა მოგვარდეს ევროკავშირის შიდა პრობლემები - „მოამბის“ ექსკლუზიური ინტერვიუ  უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან/#მოამბე 20:00/ 19 მარტი/ 2017-  კვირის შემაჯამებელი რეპორტაჟები, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ LIVE 
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
ერთი კვირა ბათუმის მოვლენებიდან - სასამართლოში ცხრა დაკავებულის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 19 მარტი, 2017
ბათუმში განვითარებული სამწუხარო მოვლენებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. ძალადობაში გადაზრდილი საპროტესტო აქციის გამოძიება პროცესშია. ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის ორ საქმეზე ბრალი 14 მოქალაქეს აქვს წარდგენილი, აქედან ექვსს აღკვეთ ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ცხრა დაკავებულის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მერაბ წულუკიძე მუშაობს. 
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
რა მდგომარეობაა ამჟამად აჭარაში - რეპორტაჟი ბათუმიდან
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, დაწყებიდან ამ წუთამდე აშუქებენ ჩვენი გადამღები ჯგუფები. მოვლენათა ეპიცენტრში, პირველი წამიდან არიან მერაბ წულუკიძე და მისი ოპერატორი ედნარ კოჩალაძე. 
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
ზედიზედ მე-16 გამარჯვება! „ბორჯღალოსნებმა“ რუსეთის ნაკრები კიდევ ერთხელ დაამარცხეს
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების სარაგბო შერკინება კვლავ ბორჯღალოსნების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი ნაკრებისთვის რუსეთთან შეხვედრებში ეს უკვე ზედიზედ მე-16 გამარჯვებაა, სულ კი 21 დაპირისპირებაში ბორჯღალოსნებმა 19-ჯერ მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, "დათვებმა" მოგება მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს, ამ გუნდების პირველ შეხვედრაში მოახერხეს.წინ მესამე სარაგბო ტაიმია მოედანზე გატარებული ორის დეტალებზე კი ვრცლად ნინო გაბელია ისაუბრებს 
წაკითხვა
სიუჟეტი
„დაინახე ყველა ფერი“- UNICEF-ის კამპანიის ფარგლებში, ოპერის თეატრში ნინო მაჩაიძე იმღერებს
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
„დაინახე ყველა ფერი” - ასეთია გაერო-ს ბავშვთა ფონდის ანტისტიგმა კამპანიის სლოგანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის ნორმების შეცვლას ისახავს მიზნად. კამპანიას კონცერტით უერთდება ხელოვანთა კავშირი „კონცეფტ არტი” და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი. ხვალ, ოპერის თეატრში შშმ პირებისთვის საოპერო სამყაროს ქართველი ვარსკვლავი ნინო მაჩაიძე იმღერებს. სოპრანოს საგასტროლო გრაფიკი 2021 წლამდე უკვე გაწერილია, თუმცა თბილისში ჩამოსვლა მაინც მოახერხა. ნინო მაჩაიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სოციალურ საწარმო „ბაბალეში” მოინახულა და მოზარდები კონცერტზე დაპატიჟა. მარიკა შალიკაშვილის, გიორგი ჯაფარიძის და მაია შახულაშვილის სიუჟეტი.  
წაკითხვა
სიუჟეტი
რა ბრალდებებს უყენებს მერაბ ღოღობერიძე საპატრულო პოლიციას და მის ახალ უფროსს
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
საპატრულო პოლიციისა და აჭარაში მისი ახალი უფროსის მისამართით ბრალდებები რამდენიმე დღეა ისმის. მათი ძირითადი ავტორი კი მერაბ ღოღობერიძეა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამართალდამცველებს სადამსჯელო ზომების არარაციონალურ გამოყენებაში ადანაშაულებს. სწორედ მისგან გაჟღერდა პირველად, საჯაროდ, რომ კახა ბუხრაძე რეგიონის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ადგილობრივებს აგდებულად მოიხსენიებს. ვინ არიან პირები, რომლებიც განვითარებული მოვლენების ვანდალურ დასასრულს არ იწონებენ, თუმცა ბათუმში მოქალაქეების საპროტესტო ტალღას ამართლებენ,- ქეთევან ბერაიას რეპორტაჟი. 
წაკითხვა
სტუმარი
არჩილ თალაკვაძე: პოლიციამ თანაზომიერების პრინციპის დაცვით იმოქმედა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
„ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე #მოამბის კითხვებს პასუხობს. 
წაკითხვა
სტუმარი
ნიკა მელიას განცხადებით, მათ სოლიდარობა მშვიდობიან მოსახლეობას გამოუცხადეს და არა ვანდალიზმის ჩამდენებს
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია #მოამბის კითხვებს პასუხობს. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მეექვსე მოწვევის დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებისთვის, რეგიონის მასშტაბით, 35 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქიდან წარმომადგენელს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობეობს ე.წ. პოლიტიკური პარტიები, „აინარი”, „ამცახარა”, „სახალხო ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისათვის” და „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი”.  როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, დე ფაქტო არჩევნებს, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის სხვა ქმედებებს, საერთაშორისო აღიარება არ ექნება. სალომე თორაძის სიუჟეტი.
წაკითხვა
სიუჟეტი
ბათუმში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია #მოამბეში
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
 ბათუმში განვითარებულ მოვლენები - ვიდეოკოლაჟი. 
წაკითხვა
სტუმარი
გიორგი მღებრიშვილი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, პოზიცია ორად იყოფა. ნაწილი სამართალდამცველების მოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევს, ნაწილი კი თვლის, რომ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე სულაც არ იყო. რა დავალებები, როგორი ქრონოლოგიით და რა გათვლებით გაიცა მღელვარების თავიდან ასაცილებლად თუ შესაწყვეტად, ამაზე გიორგი მღებრიშვილის ვესაუბრებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გვიერთდება პირდაპირ ეთერში. 
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
დაპირისპირება ბათუმში - როგორ მიმდინარეობდა აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
წუხანდელი ღამის განმავლობაში, დაპირისპირების ეპიცენტრი აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველო და მისი მიმდებარე ტბელ აბუსერიძის ქუჩა იყო. აქციის მონაწილეთა თავდაპირველი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად, რაც საპატრულო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ექვსი მოქალაქის გათავისუფლებას გულისხმობდა, ვითარება განმუხტვის ნაცვლად გამწვავდა. საბოლოოდ, დილით, აქციის დაშლა 40 მოქალაქის დაკავებით დასრულდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესებს ჩვენი კორესპონდენტი ირმა ჭოლაძე ადევნებდა თვალს და ის მოამბის ეთერში გვიერთდება. 
წაკითხვა
პირდაპირი რეპორტაჟი
დაპირისპირება ბათუმში - რა ვერსიებზე საუბრობს გამოძიება და როგორია პოლიტიკური შეფასებები
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
ბათუმი 2004 წლის გაზაფხულის მოვლენების შემდეგ ყველაზე მასშტაბური მღელვარების იარებს იშუშებს. მძღოლსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტი ჯერ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა, შემდეგ კი პროცესმა ძალადობრივი განვითარება ჰპოვა. ათობით დაშავებული მოქალაქე და სამართალდამცველი, დამწვარი მანქანები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქვები, ცრემლსადენი აირი, აალებადი სითხით სავსე ბოთლები, რეზინის ტყვიები,- ეს სულ რამდენიმე საათის წინ განვითარებული სამწუხარო რეალობაა. რამ გამოიწვია არეულობა ბათუმის ქუჩებში? კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. მანამდე კი ისმის პოლიტიკური ურთიერთბრალდებები. ხელისუფლება ოპოზიციურ ძალებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მოქმედებისა თუ უმოქმედობის გამო, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. კითხვები არსებობს, რომლებზეც პასუხების გაცემას ველოდებით. მთელი მომდევნო ერთი საათის განმავლობაში, ვეცდებით, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ანალიზის გაკეთებაში დაგვეხმარება. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს შინაგან საქმეთა მინისტრი. პირდაპირ ეთერს დავუთმობთ საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს. ასევე, ბათუმში განვითარებული თუ მიმდინარე პროცესების შესახებ ჩვენი კორესპონდენტები ისაუბრებენ. 
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 12 მარტი, 2017/ Live
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 12 მარტი, 2017
• დაპირისპირება ბათუმში - რა ვერსიებზე საუბრობს გამოძიება და როგორია პოლიტიკური შეფასებები• დაპირისპირება ბათუმში - როგორ მიმდინარეობდა აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები• გიორგი მღებრიშვილი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა• ბათუმში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია #მოამბეში• რა ბრალდებებს უყენებს მერაბ ღოღობერიძე საპატრულო პოლიციას და მის ახალ უფროსს• ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს• ნიკა მელიას განცხადებით, მათ სოლიდარობა მშვიდობიან მოსახლეობას გამოუცხადეს და არა ვანდალიზმის ჩამდენებს• არჩილ თალაკვაძე: პოლიციამ თანაზომიერების პრინციპის დაცვით იმოქმედა• რა მდგომარეობაა ამჟამად აჭარაში - რეპორტაჟი ბათუმიდან• ზედიზედ მე-16 გამარჯ
წაკითხვა

უახლესი