საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბეთვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინამოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია სერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ორი გაუმაძღარი იტალიელიდოკუმენტური სერიალი - გურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) სერიალი - პუაროჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
ფრაგმენტი
ივანიშვილი მურუსიძეზე: დიდი ალბათობით, მან მოახერხა და გათავისუფლდა ენმ-ის ზეწოლისაგან
ინტერVIEW | 2 ივნისი, 2016
სალომე ასათიანის ექსკლუზიური „ინტერVIEW“ ბიძინა ივანიშვილთან.
წაკითხვა
ფრაგმენტი
ივანიშვილი საყდრისზე: რასაც ჰქონდა ფასი, ისტორიასთან კავშირი, ყველაფერი ამოღებულია
ინტერVIEW | 2 ივნისი, 2016
სალომე ასათიანის ექსკლუზიური „ინტერVIEW“ ბიძინა ივანიშვილთან
წაკითხვა
ფრაგმენტი
ივანიშვილი ღარიბაშვილის გადადგომაზე: მე ვმონაწილეობდი და მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან
ინტერVIEW | 2 ივნისი, 2016
სალომე ასათიანის ექსკლუზიური „ინტერVIEW“ ბიძინა ივანიშვილთან - LIVE
წაკითხვა
ანონსი
დღეს, 2 ივნისს, 20:40 საათზე - „ინტერVIEW", სალომე ასათიანთან ერთად
ინტერVIEW | 2 ივნისი, 2016
ხუთშაბათს, 2 ივნისს, 20:40 საათზე - კითხვები, რომელიც დარჩა, ან გაჩნდა საზოგადოებაში. პირველი ინტერვიუ მორიგი ღია წერილის შემდეგ.ბიძინა ივანიშვილი - პირველი არხის ეთერში, რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტში, სალომე ასათიანის გადაცემაში „ინტერVIEW”
წაკითხვა
ანონსი
2 ივნისს, 20:40 საათზე - „ინტერVIEW", სალომე ასათიანთან ერთად
ინტერVIEW | 30 მაისი, 2016
რესპონდენტი - ბიძინა ივანიშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
25 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან - რა გზა განვლო საქართველომ/ რა იყო მთავარი შეცდომები/ როგორ იცვლებოდა სახელმწიფოებრიობის თუ ნაციონალიზმის ცნებების აღქმა
ინტერVIEW | 26 მაისი, 2016
საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავს აღნიშნავს. რა გზა განვლო ქვეყანამ ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, რა იყო პოლიტიკური ელიტის თუ საზოგადოების მთავარი შეცდომები, როგორ იცვლებოდა სახელმწიფოებრიობის თუ ნაციონალიზმის ცნებების აღქმა - გადაცემა "ინტერVIEW"-ს დღევანდელ გამოშვებაში, ამ და სხვა ფართო თემებზე, სალომე ასათიანის სტუმარია: "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ივლიანე ხაინდრავა.
წაკითხვა
ანონსი
26 მაისს, 20:40 საათზე - ინტერVIEW, სალომე ასათიანთან ერთად
ინტერVIEW | 26 მაისი, 2016
რესპონდენტი: ივლიანე ხაინდრავა - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
წაკითხვა
გადაცემა
ჰომოფობია და არაჰეტეროსექსუალი თანამოქალაქეების სიძულვილი - რა პერსპექტივები აქვს ლგბტ თემის აქტივიზმს საქართველოში
ინტერVIEW | 19 მაისი, 2016
ბოლო წლებში გამოჩენილი ძალისხმევის, არაერთი საჯარო განცხადებისა თუ საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, საქართველოში მწვავე პრობლემად რჩება საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის მიერ არაჰეტეროსექსუალი თანამოქალაქეების ათვალწუნება და, მეტიც, სიძულვილი. 17 მაისს − ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს − თბილისის ცენტრალურ საჯარო სივრცეებში კონსერვატიზმის სახელით მოქმედი, დიდწილად ჰომოფობიური ძალები ჩანდნენ. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები კვლავაც უხილავ და გარიყულ ადამიანებად რჩებიან. რა პერსპექტივები აქვს ლგბტ თემის აქტივიზმს საზოგადოებაში შემწყნარებლობის გაზრდის, ან ჰომოფობიის შემცირების საქმეში? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ნათია გვიანიშვილს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორს.წამყვანი: სალომე ასათიანი.
წაკითხვა
ანონსი
19 მაისს, 20:40 საათზე - ინტერVIEW, სალომე ასათიანთან ერთად
ინტერVIEW | 19 მაისი, 2016
რესპონდენტი: ნათია გვიანიშვილი - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი
წაკითხვა
გადაცემა
რატომ არ ხერხდება რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა?
ინტერVIEW | 12 მაისი, 2016
• ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სახელმწიფო კვლავინდებურად იყენებს სისხლის სამართლებრივ დევნას, რასაც ხშირად მრავალწლიანი პატიმრობა მოჰყვება ხოლმე. • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ეგიდით მოქმედი არაერთი სხვა უწყება, გამოთქვამენ მოწოდებას ნარკოტიკების პირადი მოხმარების დეკრიმინალიზებისკენ. • ამ ორგანიზაციების აზრით, ნარკომომხმარებელთა ციხეში გამომწყვდევა, მათ კიდევ უფრო მეტად რიყავს საზოგადოებისგან და მნიშვნელოვნად ზრდის კრიმინალურ ჯგუფებთან მათი დაახლოების საფრთხეს. • რეპრესიული პოლიტიკის უნაყოფობაზე მიუთითებს გამოკვლევებიც: საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი არ მცირდება. • რატომ არ ხერხდება რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა? და რატომ გრძელდება ნარკოტიკების მომხმარებელთა სისხლისსამართლებრივი დევნა? • ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენს სტუმარს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს.წამყვანი: სალ
წაკითხვა
ანონსი
12 მაისს, 20:40 საათზე - ინტერVIEW, სალომე ასათიანთან ერთად
ინტერVIEW | 12 მაისი, 2016
რესპონდენტი: არჩილ თალაკვაძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 
წაკითხვა
გადაცემა
რამ გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გაღარიბება პოსტსაბჭოთა პერიოდში? როგორ უნდა გადალახოს ქვეყანამ ეკონომიკური თვალსაზრისით პერიფერიული მდგომარეობა?
ინტერVIEW | 28 აპრილი, 2016
• რას ნიშნავს და როგორი ისტორია აქვს „განვითარების“ კონცეფციას?• რა არის ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებულობის ხარისხის საზომი?• რამ გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გაღარიბება პოსტ-საბჭოთა პერიოდში?• რა არის საიმისო გზა, რომ ქვეყანამ ეკონომიკური თვალსაზრისით პერიფერიული მდგომარეობის გადალახვა შესძლოს?ჩვენი სტუმარია რობერტ უეიდი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) პროფესორი, განვითარების თეორიების ცნობილი სპეციალისტი, ავტორი 1990 წელს გამოსული, დღეს უკვე აღიარებული წიგნისა "ბაზრის მართვა", რომელშიც ის აღწერს აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკების წარმატებას.წამყვანი: სალომე ასათიანი.
წაკითხვა
ანონსი
28 აპრილს, 20:40 საათზე - ინტერVIEW, სალომე ასათიანთან ერთად
ინტერVIEW | 28 აპრილი, 2016
რესპონდენტი: რობერტ ვეიდი - ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორი
წაკითხვა
გადაცემა
რატომ იხარჯება ათეულობით მილიონი ლარი კონცერტებსა და უცხოელი პოპვარსკვლავების ჩამოყვანაზე?
ინტერVIEW | 21 აპრილი, 2016
როგორია საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა კულტურის სფეროში? რატომ იხარჯება სარეზერვო ფონდიდან ათეულობით მილიონი ლარი კონცერტებსა და უცხოელი პოპვარსკვლავების ჩამოყვანაზე? ინტერესთა კონფლიქტის როგორი საფრთხე ჩნდება მაშინ, როცა კულტურის მინისტრის პოსტზე ინიშნება პირი, რომელიც მთავრობაში კულტურის ბიზნესიდან მივიდა? რატომ გამოუტანა კულტურის სამინისტრომ ერთ სამუშაო დღეში განაჩენი საყდრისს - არაერთი ავტორიტეტიანი მეცნიერის აზრით, მსოფლიოში უძველეს ოქროს საბადოს, რომელიც დღეს უკვე განადგურებულია. ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით მიხეილ გიორგაძეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს.
წაკითხვა
ანონსი
21 აპრილს, 20:40 საათზე - ინტერVIEW, სალომე ასათიანთან ერთად
ინტერVIEW | 21 აპრილი, 2016
რესპონდენტი: მიხეილ გიორგაძე - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
წაკითხვა
გადაცემა
პირადი სივრცის ხელშეუხებლობა - გადაცემის სტუმარია პერსონალური მონაცემების დამცველი თამარ ქალდანი
ინტერVIEW | 14 აპრილი, 2016
პირადი სივრცის ხელშეუხებლობა ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა. "არავინ უნდა დაექვემდებაროს თვითნებურ ჩარევას მის პირად, ოჯახურ, თუ სახლის სივრცეში, მიწერ-მოწერაში, ან თავდასხმას მის ღირსებასა და რეპუტაციაზე. ყველას აქვს უფლება კანონით იყოს დაცული ამგვარი ჩარევისგან და თავდასხმებისგან", - ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პირადი სივრცე მხოლოდ კანონის საფუძველზე შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს დანაშაულთან ბრძოლის, ან ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. და ყველა ასეთ შემთხვევაში ამ უფლების შეზღუდვა მკაცრად განსაზღვრული და მიზეზის პროპორციული უნდა იყოს. ასეთია იდეალური სურათი - რომლისგანაც საქართველო, ტრადიციულად, ძალიან შორსაა. როგორია იყო პერსონალური მონაცემების დამცველი საზოგადოებაში, რომელშიც მოქალაქეთა პირად სივრცეში სახელმწიფოს უკანონო შეჭრასა თუ მასობრივ თვალთვალს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს - ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენს სტუმარს, თამარ ქალდანს.წამყვანი: სალომე ასათიანი.
წაკითხვა
ანონსი
14 აპრილს, 20:40 საათზე - ინტერVIEW, სალომე ასათიანთან ერთად
ინტერVIEW | 14 აპრილი, 2016
რესპონდენტი: თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
წაკითხვა
გადაცემა
„რესპუბლიკური პარტია“ რთული რეალობის წინაშე - რას აპირებს პარტია, რომელიც, ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, უწინ ამომრჩევლის სიუხვით არ გამოირჩეოდა
ინტერVIEW | 7 აპრილი, 2016
• სალომე ასათიანის ინტერVIEW პირდაპირ ეთერში - გადაცემის სტუმარია - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.• სხვა საკითხებთან ერთად, ვიმსჯელებთ იმის შესახებ, რომ "რესპუბლიკური პარტია" რთული რეალობის წინაშეა - 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე ის დამოუკიდებლად იყრის კენჭს.• რას აპირებს პარტია, რომელიც, ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, უწინ ამომრჩევლის სიუხვით არ გამოირჩეოდა. • რამდენად რეალისტურია ხელისუფლებაში დარჩენის შეთავსება პარტიის გეგმებთან • გადაცემა ინტერVIEW განსხვავებული ფორმატით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.
წაკითხვა
ანონსი
7 აპრილს, 20:30 საათზე - ინტერVIEW, სალომე ასათიანთან ერთად
ინტერVIEW | 7 აპრილი, 2016
"რესპუბლიკური პარტია" რთული რეალობის წინაშე. რას აპირებს პარტია, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და რომელიც ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, ადრე, ამომრჩეველთა სიუხვით არ გამოირჩეოდა. როგორ ეთავსება ერთმანეთს ხელისუფლებაში დარჩენა და პარტიის გეგმები.  სალომე ასათიანის ინტერVIEW განსხვავებული ფორმატით, - რესპონდენტი:  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პირდაპირ ეთერში.
წაკითხვა
გადაცემა
საია - ოცწლიანი გამოცდილების მქონე, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია
ინტერVIEW | 31 მარტი, 2016
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დაარსებიდან ოც წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. • სხვადასხვა დროს ამ ორგანიზაციაში მუშაობდა მოქმედი თუ ყოფილი მთავრობების არაერთი წარმომადგენელი. რამდენად ახერხებს საია რეალურ დისტანცირებას პოლიტიკური ფიგურებისგან, განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტიისგან, რომელთან მჭიდრო კავშირებსაც მას ხშირად საყვედურობენ? • რა არის იმის მიზეზი, რომ საზოგადოებაში გარკვეული ჯგუფები უნდობლობით ეკიდებიან, ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას? • არის თუ არა სამოქალაქო საზოგადოება ერთგვარად ელიტისტური? • რატომ ხდება, რომ მოქალაქეების მასობრივი სიღარიბის ფონზე, ძალიან ცოტაა იმ არასამთავრობოთა რიცხვი, რომლებიც სოციალური უფლებების დაცვისთვის იბრძვიან? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ანა ნაცვლიშვილს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.წამყვანი: სალომე ასათიანი.
წაკითხვა