საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბეყველა კითხვასერიალი - ველვეტი (U)შაბათს საღამოს ლიზასთან 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსივექტორი"ტოპ გიარ"„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადინტერVIEWკომუნიკატორი რეალური სივრცემთავარისიტყვების თამაშიეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა წითელი ზონაუცნობი მუსიკაგააგრძელე საქართველოს ისტორია ხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

დილის მოამბესერიალი - გამარჯვებული ვიქტორიაპირადი ექიმი - მარი მალაზონია

დღის ეთერი

C სტუდიაკაცების დროტელემანიწიგნების თაროეკონომეტრიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) სერიალი - პუაროჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთმუსიკო♫ლოგოსიდღე მუზეუმშიდოკუმენტური სერიალი - ცნობისმოყვარეობატელებლოგი

სპორტი

სპორტი საზოგადოებრივზე სპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში

პროექტები/სხვადასხვა

საზოგადოებრივის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბაოქროს თვალიელექტრონავტებიარქივი ყველასპირველი პირველზე მუსიკა საზოგადოებრივზე ადამი მედია პრიზისაბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
გადაცემა
რა ისწავლა თანამედროვე ფსიქიატრიამ საკუთარი ისტორიისგან? / როგორ უნდა დაძლიოს ამ დარგმა სტიგმა, უარყოფითი სტერეოტიპები და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება / როგორია ფსიქიატრიის მდგომარეობა საქართველოში და რამდენადაა დაძლეული საბჭოთა ფსიქიატრიის მანკიერი მემკვიდრეობა?
ინტერVIEW | 23 მარტი, 2017
• მედიცინის სხვა დარგებისგან ფსიქიატრიას გამოარჩევს ერთი თანმდევი, მნიშვნელოვანი და კომპლექსური მახასიათებელი: ცუდი რეპუტაცია.• სტიგმა, უარყოფითი სტერეოტიპები, საზოგადოების მხრიდან ნეგატიური და შიშნარევი დამოკიდებულება ეხება არა მხოლოდ ფსიქიატრიულ პაციენტებს, − რაც თავისთავადაც მწვავე პრობლემაა − არამედ საკუთრივ დარგსაც: ფსიქიატრიასა და ფსიქიატრებს. • ამ დარგის იმიჯზე ჯერაც ირეკლება მისი წარსული: იზოლირებულ დაწესებულებებში გამომწყვდეულ ადამიანებზე ძალადობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია თუ ტოტალიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობის გამოცდილება. • უარყოფით აღქმას ხელს უწყობს დღევანდელ პოპულარულ კინოსა თუ ლიტერატურაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებიც. • რა ისწავლა თანამედროვე ფსიქიატრიამ საკუთარი ისტორიისგან? • როგორია ეს ისტორია და რა სამედიცინო თუ ეთიკური პოზიცია უკავია ფსიქიატრიას დღეს? • რა გზა განვლო მან მეოცე საუკუნეში, რომელსაც „ფსიქიატრიის საუკუნესაც“ უწოდებენ და როგორ ჩამოყალიბდა ის დამოუ
წაკითხვა
ანონსი
სალომე ასათიანის #ინტერVIEW გიორგი ბაქანიძესთან, 23 მარტს, 22:00 საათზე
ინტერVIEW | 23 მარტი, 2017
წაკითხვა
გადაცემა
რა მოხდა ბათუმში - პროტესტი პოლიციის მიმართ, “ნაცმოძრაობის”პროვოკაცია, თუ ძალოვან სტურუქტურებში არსებული დაპირისპირება?
ინტერVIEW | 16 მარტი, 2017
• ჯანყი, სოციალური აფეთქება, პროტესტი პოლიციის მხრიდან ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაზე, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ძალოვან სტურუქტურებში არსებული დაპირისპირების გამოვლინება - ბათუმში 11-დან 12 მარტის ღამით მომხდარ მღელვარებას თუ არეულობას სხვადასხვა სახელი ეწოდა საზოგადოებრივ დისკუსიებში. და მაინც, რასთან გვქონდა საქმე? • რამდენად მასშტაბურია ბათუმში პოლიციის უსამართლო ძალად აღქმის ტენდენცია, და რით არის ეს აღქმა უწინარესად განპირობებული - პატრულის მიერ ძალის რეალურად გადამეტებით თუ, როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, მოქალაქეებს შორის კანონმორჩილების არასაკმარისი ხარისხით? • როგორ აფასებენ ადგილობრივი მთავრობის მუშაობას ან საქართველოს განვითარებას ბათუმში - რომელიც ბოლო ათწლეულში სოციალური კონტრასტების და ღრმა უთანასწორობის ქალაქად იქცა, ბრჭყვიალა, მდიდრული ფასადებით და მათ მიღმა არსებული უმძიმესი ყოფით? • რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება საიმისოდ, რომ აჭარელი მუსლიმები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გრძნობდნენ თავს და რატომაა, რომ 1990-იანი წლებიდან ვერ
წაკითხვა
ანონსი
სალომე ასათიანის #ინტერVIEW დავით ბაციკაძესთან, 16 მარტს, 22:00-ზე #საზოგადოებრივზე
ინტერVIEW | 16 მარტი, 2017
წაკითხვა
გადაცემა
„ერთმორწმუნეობა“ თუ ნიჰილიზმის დამკვიდრება და მომავლის რწმენისთვის ძირის გამოთხრა - რუსული პროპაგანდა მსოფლიოში და საქართველოში, პუტინის „პოსტმოდერნული დიქტატურის“ რიტორიკა
ინტერVIEW | 9 მარტი, 2017
• რას ვგულისხმობთ, როცა „რუსულ პროპაგანდაზე“ ვსაუბრობთ − და რა განასხვავებს ამ პროპაგანდას საბჭოთა პრაქტიკისგან? • რა პოლიტიკურ, კულტურულ თუ გენდერულ მნიშვნელობებს ატარებს რუსეთის იდეოლოგიურ სივრცეში პრეზიდენტ პუტინის ფიგურა? • რატომაა, რომ ბევრი ანალიტიკოსი პუტინის სისტემას „პოსტმოდერნულ დიქტატურას“ უწოდებს, აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას კი პოსტმოდერნიზმის შედეგს. • რა კავშირია ამ ორ ფიგურას შორის და რამდენად განაპირობა მათი აღზევება პოსტმოდერნისტულმა რელატივიზმმა, ერთი ჭეშმარიტების უარყოფამ და „ალტერნატიული ფაქტების“ ცნების დამკვიდრებამ? • როგორ იჩენს თავს „რუსული პროპაგანდა“ საქართველოს სივრცეში − მხოლოდ სწორხაზოვნად, „ტრადიციული ღირებულებებ
წაკითხვა
ანონსი
9 მარტს, 22 საათზე - სალომე ასათიანის #ინტერVIEW პიტერ პომერანცევთან
ინტერVIEW | 9 მარტი, 2017
წაკითხვა
გადაცემა
2002-2015 წლებში სახელმწიფომ ეკლესიას გადასცა 211 მილიონ ლარზე მეტი, უძრავი ქონება და დაუწესა მრავალგვარი შეღავათები - არის თუ არა ეკლესია პოლიტიკური მოთამაშე? რამდენად გამოიწვია პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებამ საზოგადოებაში ეკლესიის როლისა თუ გავლენის გაზრდა?
ინტერVIEW | 2 მარტი, 2017
• სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გადაცემული „25 მილიონი“, „ჯიპები“, „მიწები“ − როგორც ცალკეული ფაქტები − უკვე კარგა ხანია, ისმის საჯარო თუ კერძო დისკუსიებში. • მთლიანობაში ეს ფაქტები მეტად შთამბეჭდავ სურათს ქმნის: 2002-2015 წლებში სახელმწიფომ ეკლესიას პირდაპირი სუბსიდირების სახით გადასცა 211 მილიონ ლარზე მეტი, რასაც ემატება უძრავი ქონება და მრავალგვარი სხვა შეღავათები. • გამოკვლევების თანახმად, საქართველოს ეკლესიის კუთვნილი მიწის საერთო ფართობი 36-ჯერ აღემატება ვატიკანის ტერიტორიას. • როგორია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების მოდელი, რომელსაც ეკლესიის დაფინანსების ეს ფორმა ამკვიდრებს? • არის თუ არა ეკლესია პოლიტიკური მოთამაშე და, თუ არის, როდის და რატომ იქცა ასეთად? • რა პოზიციაზე დგას და რა პოლიტიკას ატარებს საპატრიარქო მასობრივ სიღარიბესთან, სოციალურ უსამართლობასთან მიმართებით? • რამდენად გამოიწვია პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებამ საზოგადოებაში ეკლესიის როლისა თუ გა
წაკითხვა
ანონსი
2 მარტს, 22 საათზე - სალომე ასათიანის #ინტერVIEW თამთა მიქელაძესთან
ინტერVIEW | 2 მარტი, 2017
წაკითხვა
გადაცემა
საპატრიარქო საზოგადოების ყურადღების ცენტრში - მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი / განცხადებები კორუფციისა და დაპირისპირებების შესახებ / რატომ ამოტივტივდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სახელი, რომელსაც ჩრდილოვან მმართველობაში სდებენ ბრალს? / არის თუ არა დღევანდელი პროცესები იმ ტაბუსა თუ ცენზურის შედეგი, ეკლესიის კრიტიკის მიმართ რომ არსებობს საზოგადოებაში?
ინტერVIEW | 23 თებერვალი, 2017
• ბოლო ხანს საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქო -  მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია დეკანოზი; • მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან ისმის განცხადებები საპატრიარქოში გამეფებული კორუფციისა და დაპირისპირებების შესახებ; • კვლავ ამოტივტივდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სახელი, მას ჩრდილოვან მმართველობაში სდებენ ბრალს. • საპატრიარქო დახურული ინსტიტუტია და იქ მიმდინარე პროცესებში თუ ძალთა განაწილებაში ბოლომდე გარკვევა გარე მეთვალყურისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. • საზოგადოებას ახსოვს რამდენიმე სასულიერო პირი, უწინარესად ბასილ კობახიძე, რომლებმაც დიდი ხნის წინ აღიმაღლეს ხმა და არ შეუშინდნენ საპატრიარქოში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბარს, და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. • არის თუ არა დღევანდელი პროცესები იმ ტაბუსა თუ ცენზურის შედეგი, ეკლესიის კრიტიკის მიმართ რომ არსებობს საზოგადოებაში? 
წაკითხვა
ანონსი
23 თებერვალს, 22 საათზე - სალომე ასათიანის #ინტერVIEW მირიან გამრეკელაშვილთან
ინტერVIEW | 23 თებერვალი, 2017
 ინტერVIEW თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან. 
წაკითხვა
გადაცემა
კონსტიტუციის გადასინჯვა - მოხერხდება თუ არა მაჟორიტარული კომპონენტის შემცირება და პროპორციულის გაზრდა? ხდება თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების დასუსტება და მმართველი პარტიის ძალაუფლების გააძლიერება?
ინტერVIEW | 16 თებერვალი, 2017
• 2016 წლის დეკემბერში, საქართველოში ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციის გადასინჯვას. • რა პერსპექტივა აქვს ამ კომისიას ახლა, როცა მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, ხოლო ოპოზიცია სუსტი და დანაწევრებულია? • ხომ არ არის ეს მორიგი ფორმალური პროცედურა, რომელიც, ვთქვათ, პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების დასუსტებით კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტიის ძალაუფლებას? • რამდენად რეალისტურია ასეთ პირობებში იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს მოხერხდება მაჟორიტარული კომპონენტის შემცირებისა და პროპორციულის გაზრდის გზით პარლამენტის არჩევის წესის შეცვლა? • რა პერსპექტივა, ან რა აზრი აქვს კონსტიტუციაში მოქალაქეთა სოციალური უფლებების - მაგალითად, საცხოვრისის უფლების - ასახვას ქვეყანაში, სადაც სიღარიბე დღემდე უმწვავეს და გადაუჭრელ პრობლემად რჩება? • სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება #ინტერVIEW-ს სტუმარს - იურისტს, საკონსტიტუციო კომისიის წევრს, 
წაკითხვა
ანონსი
დღეს, 16 თებერვალს, 22:00 საათზე - სალომე ასათიანის "ინტერVIEW" ვახტანგ ნაცვლიშვილთან
ინტერVIEW | 16 თებერვალი, 2017
ინტერVIEW /  ვახტანგ ნაცვლიშვილი - იურისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
წაკითხვა
გადაცემა
„გაჩერდება“ თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი? რას აპირებს სამეურვეო საბჭო - ორგანო, რომელიც მაუწყებლის ბიუჯეტს ამტკიცებს?
ინტერVIEW | 9 თებერვალი, 2017
• საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. • ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული, უწერია თუ არა განხორციელება მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის გეგმას, რომლის თანახმადაც მაუწყებელი „კოლაფსის წინაშეა“ და მის გადასარჩენად თითქმის ერთი წლით უნდა „გაჩერდეს“ ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა. • რას აპირებს სამეურვეო საბჭო - ორგანო, რომელიც მაუწყებლის ბიუჯეტს ამტკიცებს? • თუ გეგმა მოიწონა, როგორ ახსნის საკუთარ პასუხისმგებლობას მაუწყებლის კოლაფსამდე მიყვანაში? როგორ დაიხარჯა ათ წელიწადში 410 მილიონი ლარი ისე, რომ დღეს არხი მაინც სავალალო მდგომარეობაშია? • საერთოდ, რამდენად შეიძლება „გაჩერდეს“ საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს? • რა პრინციპით იხელმძღვანელა საბჭომ ახალი გენერალური დირექტორის შერჩევის პროცესში, როცა არჩევანი შეაჩერა კანდიდატზე, რომლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის თაობაზე არაერთი ეჭვი თუ კითხვა არსებობდა? •
წაკითხვა
ანონსი
დღეს, 9 თებერვალს, 22:00 საათზე - სალომე ასათიანის "ინტერVIEW" გრიგოლ გოგელიასთან
ინტერVIEW | 9 თებერვალი, 2017
სალომე ასათიანის #ინტერVIEW  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან.
წაკითხვა
გადაცემა
შევა თუ არა დაზღვევის პაკეტებში გაძვირებული მედიკამენტები? რას გულისხმობს ჯანდაცვის რეფორმის „მეორე ტალღა“? #ინტერVIEW დავით სერგეენკოსთან
ინტერVIEW | 2 თებერვალი, 2017
• რას გულისხმობს ჯანდაცვის რეფორმის „მეორე ტალღა“? • რის მიხედვით განისაზღვრებიან მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევა აღარ მოიცავს - სტატუსით თუ შემოსავლით? • მაშინ, როცა ოჯახთა მხოლოდ სამი პროცენტის წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს, რამდენად მართებულია მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო დიდ თანხას ხარჯავს „მდიდრების“ დაზღვევაზე? • შევა თუ არა სახელმწიფო დაზღვევის პაკეტებში მედიკამენტები, რომელთა მზარდი ფასებიც უმწვავეს პრობლემას უქმნის ხელმოკლე მოქალაქეებს, პენსიონერებს? • რა პასუხი აქვს მინისტრს არაერთი ფსიქიატრის მოსაზრებაზე, რომ ამ სფეროში ვითარება ისევ უბრუნდება კარგა ხნის უარყოფილ, დიდი ინსტიტუტების მოდელს, რომელიც აძლიერებს მოქალაქეების სტიგმასა და საზოგადოებიდან მათს გარიყვას? • რა კეთდება საიმისოდ, რომ საავადმყოფოთა მფლობელობის მოდელში შემოვიდეს დასავლეთის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული, არაკომერციული ფორმა? • რატომ იხარჯება სარეზერვო ფონდიდან ათობით მილიონი ლარი გ
წაკითხვა
ანონსი
დღეს, 2 თებერვალს, 22:00 საათზე - სალომე ასათიანის "ინტერVIEW" დავით სერგეენკოსთან
ინტერVIEW | 2 თებერვალი, 2017
წაკითხვა
გადაცემა
ხელშეკრულება „გაზპრომთან“ - რა ულტიმატუმით გამოვიდა რუსეთი მოლაპარაკებებზე. და როგორია ფულადი ზარალის ოდენობა რომელიც საქართველოს მიადგება?
ინტერVIEW | 26 იანვარი, 2017
• ამ ორიოდე კვირის წინ საქართველომ და რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, „გაზპრომმა“ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სომხეთისთვის განკუთვნილი გაზის ტრანზიტის საფასურს საქართველო მიიღებს არა ნედლეულის, ანუ ბუნებრივი აირის, არამედ ფულადი ანაზღაურების სახით. • ახალი შეთანხმებით განსაზღვრული თანხა ბევრად ნაკლებია, ვიდრე იმ გაზის ღირებულება, რომელსაც საქართველო უწინდელი ხელშეკრულებებით იღებდა. • მაშ, რატომ დათმო საქართველომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საწყის ეტაპზე წამოყენებული ორივე მთავარი პირობა? • რა ულტიმატუმით გამოვიდა რუსეთი მოლაპარაკებებზე? რა პასუხი აქვს საქართველოს მთავრობას რუსეთის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთა პოზიციაზე, რომ შეთანხმების პირობების ცვლილება „გაზპრომისთვის“ პოლიტიკურად არის ხელსაყრელი, რათა მსოფლიოს საქართველოს ბაზარზე დაბრუნება აჩვენოს? • მაინც როგორია იმ ფულადი ზარალის ოდენობა, რომელიც საქართველოს მიადგება? • რატომ არის მთელი ხელშეკრულება გასაიდუმლოებული და სად ინახება დოკუმენტი? •
წაკითხვა
ანონსი
დღეს, 26 იანვარს, 22:00 საათზე - სალომე ასათიანის "ინტერVIEW" მარიამ ვალიშვილთან
ინტერVIEW | 26 იანვარი, 2017
წაკითხვა
გადაცემა
„მოძალადე კაცი“, სექსისტური სტერეოტიპები და თანამედროვე ქართული საზოგადოება - ინტერVIEW მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილთან
ინტერVIEW | 29 დეკემბერი, 2016
• გადაცემის დღევანდელ, წინასაახალწლო გამოშვებაში სალომე ასათიანი მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილს მასპინძლობს, რომელიც ფართო აუდიტორიამ პოპულარული ტელესერიალიდან „მოძალადე კაცის“ როლით გაიცნო. • რა ხდება მაშინ, როცა პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი გვთავაზობს „მოძალადე კაცის“ სახეს? • ინგრევა თუ მყარდება ეს სტერეოტიპი? • ზოგადად, რამდენად აქვს - ან უნდა ჰქონდეს - პოპულარულ კულტურას, მით უმეტეს სერიალს საზოგადოებაში სტერეოტიპების თუ ღირებულებების გადაფასების ფუნქცია? • რა ტიპის პარალელების დანახვა შეგვიძლია „ზაზას“ და პოპულარული კულტურის, ჰოლივუდის კინემატოგრაფის ცნობილ მამაკაც პერსონაჟებს შორის? • გიორგი ბოჭორიშვილთან საუბარი ამ და სხვა საკითხებს ეხება.
წაკითხვა
ანონსი
დღეს, 29 დეკემბერს, 22:00 საათზე - სალომე ასათიანის "ინტერVIEW" გიორგი ბოჭორიშვილთან
ინტერVIEW | 29 დეკემბერი, 2016
წაკითხვა

უახლესი