საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბეყველა კითხვასერიალი - ველვეტი (U)შაბათს საღამოს ლიზასთან 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსივექტორი„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადინტერVIEWკომუნიკატორი რეალური სივრცემთავარიეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა წითელი ზონაუცნობი მუსიკაგააგრძელე საქართველოს ისტორია ხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

დილის მოამბეპირადი ექიმი - მარი მალაზონია სერიალი - გამარჯვებული ვიქტორიასიტყვების თამაში

დღის ეთერი

C სტუდიაკაცების დროტელემანიწიგნების თაროეკონომეტრიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) სერიალი - პუაროჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთმუსიკო♫ლოგოსიდღე მუზეუმშიდოკუმენტური სერიალი - ცნობისმოყვარეობატელებლოგი

სპორტი

სპორტი საზოგადოებრივზე სპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში

პროექტები/სხვადასხვა

საზოგადოებრივის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბაოქროს თვალიელექტრონავტებიარქივი ყველასპირველი პირველზე მუსიკა საზოგადოებრივზე ადამი მედია პრიზისაბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
გადაცემა
ახალი კონსტიტუციის პროექტი / ცვლილებები ჯანდაცვის პროგრამაში / რას წარმოადგენს რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება"
მთავარი | 26 აპრილი, 2017
• რამდენად მზად არის საპარლამენტო უმრავლესობა, სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, არის თუ არა ერთიანობა უმრავლესობაში საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, როდის დაიწყება კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა და რა შანსია იმისა, რომ პროექტში ცვლილებები ისევ შევიდეს - პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური მთავარის შესახებ;• პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები ამოქმედდება. ვის შეეხება ცვლილებები, რომელ ჯგუფს დაუფინანსდება სამკურნალო მედიკამენტები და როდიდან, რა პროგრამები შენარჩუნდება ყველასთვის - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე მთავარზე;• "გირჩის" მიერ დაფუძნებული "ბიბლიური თავისუფლება" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს იძენს - რელიგიურ შემადგენელზე დისკუსიისას, ყურადღების მიღმა რჩება მთავარი პრობლემა - რატომ არ უნდათ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა. როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარების გზას, ვინ ცდილობს გაწვევიდან თავის არიდებას, იზიარებს თუ არა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტოტალური თავდაცვის პრინციპს - პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
ანონსი
26 აპრილს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 26 აპრილი, 2017
რამდენად მზად არის საპარლამენტო უმრავლესობა, სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, არის თუ არა ერთიანობა უმრავლესობაში საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, როდის დაიწყება კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა და რა შანსია იმისა, რომ პროექტში ცვლილებები ისევ შევიდეს - პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური მთავარის შესახებ;პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები ამოქმედდება. ვის შეეხება ცვლილებები, რომელ ჯგუფს დაუფინანსდება სამკურნალო მედიკამენტები და როდიდან, რა პროგრამები შენარჩუნდება ყველასთვის - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე მთავარზე;"გირჩის" მიერ დაფუძნებული "ბიბლიური თავისუფლება" მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს იძენს - რელიგიურ შემადგენელზე დისკუსიისას, ყურადღების მიღმა რჩება მთავარი პრობლემა - რატომ არ უნდათ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა. როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარების გზას, ვინ ცდილობს გაწვევიდან თავის არიდებას, იზიარებს თუ არა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტოტალური თავდაცვის პრინციპს - პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
გადაცემა
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში
მთავარი | 24 აპრილი, 2017
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები - მეორე ტურში იმ პარტიების ლიდერები გავიდნენ, რომლებსაც საფრანგეთის პარლამენტში წარმომადგენლები არ ჰყავთ. იკვეთება თუ არა პოლიტიკური ელიტებით იმედგაცრუების ტენდენცია ევროპაში, რა ახალ გამოწვევებს უყენებს პოლიტიკურ კლასს ცვალებადი ეპოქა, რამდენად გრძნობენ ცვლილებების აუცილებლობას საქართველოში, რამდენად სამართლიანია ის ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაში გაჩნდეს - ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე მთავარის შესახებ "მთავარში".
წაკითხვა
ანონსი
24 აპრილს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 24 აპრილი, 2017
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები - მეორე ტურში იმ პარტიების ლიდერები გავიდნენ, რომლებსაც საფრანგეთის პარლამენტში წარმომადგენლები არ ჰყავთ. იკვეთება თუ არა პოლიტიკური ელიტებით იმედგაცრუების ტენდენცია ევროპაში, რა ახალ გამოწვევებს უყენებს პოლიტიკურ კლასს ცვალებადი ეპოქა, რამდენად გრძნობენ ცვლილებების აუცილებლობას საქართველოში, რამდენად სამართლიანია ის ცვლილებები, რომელიც შესაძლოა, საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაში გაჩნდეს - ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე მთავარის შესახებ "მთავარში".
წაკითხვა
გადაცემა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტი
მთავარი | 19 აპრილი, 2017
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტი გრძელდება - დღეს საკოორდინაციო საბჭოში შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო კომისიას ტოვებენ. რატომ მიიღო ოპოზიციამ ბოიკოტის გადაწყვეტილება მუშაობის ბოლო ეტაპზე, რა რეკომენდაციები ჰქონდა, რომელიც უმრავლესობამ არ გაიზიარა, რა გეგმები აქვს უახლესი მომავლისთვის - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი და პარტია "თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა "მთავარის" სტუდიაში
წაკითხვა
ანონსი
19 აპრილს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 19 აპრილი, 2017
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტი გრძელდება - დღეს საკოორდინაციო საბჭოში შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო კომისიას ტოვებენ. რატომ მიიღო ოპოზიციამ ბოიკოტის გადაწყვეტილება მუშაობის ბოლო ეტაპზე, რა რეკომენდაციები ჰქონდა, რომელიც უმრავლესობამ არ გაიზიარა, რა გეგმები აქვს უახლესი მომავლისთვის - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი და პარტია "თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა "მთავარის" სტუდიაში
წაკითხვა
გადაცემა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი / გართულებული ურთიერთობები პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის / მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის
მთავარი | 12 აპრილი, 2017
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, გართულებული ურთიერთობები პრეზიდენტთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან; საკონსტიტუციო უმრავლესობის უახლესი გეგმები, რა რეფორმები გველის და როდის; მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარის შესახებ "მთავარში".
წაკითხვა
ანონსი
12 აპრილს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 11 აპრილი, 2017
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, გართულებული ურთიერთობები პრეზიდენტთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან; საკონსტიტუციო უმრავლესობის უახლესი გეგმები, რა რეფორმები გველის და როდის; მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარის შესახებ "მთავარში" - ოთხშაბათს,12 აპრილს, 22:00 საათზე 
წაკითხვა
გადაცემა
საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ე.წ. სამხრეთ ოსეთში / კონფლიქტი სირიაში
მთავარი | 10 აპრილი, 2017
• დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ და კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უჭერენ მხარს. რა პრობლემებს უქმნის ქვეყნის განვითარებას მოუგვარებელი პრობლემები, აქვს თუ არა ხელისუფლებას კონფლიქტების მოგვარების ახალი ხედვა, გლობალური პოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, რა ახალი საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა და რამდენად მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მთავარის შესახებ;• სირიის კონფლიქტის განვითარების ახალი ეტაპი - როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ოფიციალური ვაშინგტონის მიერ სირიის სამხედრო ბაზის დაბომბვის შემდეგ, რა შეიძლება მოჰყვეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას და როგორ აისახება პროცესები რეგიონის ქვეყნებზე - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
ანონსი
10 აპრილს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 10 აპრილი, 2017
დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ და კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უჭერენ მხარს. რა პრობლემებს უქმნის ქვეყნის განვითარებას მოუგვარებელი პრობლემები, აქვს თუ არა ხელისუფლებას კონფლიქტების მოგვარების ახალი ხედვა, გლობალური პოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, რა ახალი საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა და რამდენად მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მთავარის შესახებ;სირიის კონფლიქტის განვითარების ახალი ეტაპი - როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ოფიციალური ვაშინგტონის მიერ სირიის სამხედრო ბაზის დაბომბვის შემდეგ, რა შეიძლება მოჰყვეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას და როგორ აისახება პროცესები რეგიონის ქვეყნებზე - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
გადაცემა
თამბაქოს მოხმარების აკრძალვა შენობებში / ბრძოლა გარევაჭრობის წინააღმდეგ თბილისში / საპარლამენტო არჩევნები სომხეთში
მთავარი | 5 აპრილი, 2017
• როდიდან აიკრძალება თამბაქოს მოხმარება ყველა ტიპის შენობაში - საქართველოს პარლამენტს შეაქვს ცვლილებები კანონში "თამბაქოს კონტროლის შესახებ". რას გულისმობს ცვლილებები, როგორია ძალთა განლაგება პარლამენტში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის გადაწყვეტილების წინ - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე მთავარზე;• თბილისის მასშტაბით გარემოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ტალღა დაიწყო. რას ითხოვენ გარემოვაჭრეები და რას სთავაზობს მათ თბილისის მერია - არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი"მთავარის" სტუდიაში;• საპარლამენტო არჩევნების შედეგები სომხეთში - რა შეიცვლება ქვეყანაში და რეგიონში, რა ტენდენციები გამოავლინა შედეგებმა, ჯერ კიდევ აქვს თუ არა სომხეთს ევროპული პერსპექტივა - "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი მთავარის შესახებ.
წაკითხვა
ანონსი
5 აპრილს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 5 აპრილი, 2017
როდიდან აიკრძალება თამბაქოს მოხმარება ყველა ტიპის შენობაში - საქართველოს პარლამენტს შეაქვს ცვლილებები კანონში "თამბაქოს კონტროლის შესახებ". რას გულისმობს ცვლილებები, როგორია ძალთა განლაგება პარლამენტში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის გადაწყვეტილების წინ - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე მთავარზე;თბილისის მასშტაბით გარემოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ტალღა დაიწყო. რას ითხოვენ გარემოვაჭრეები და რას სთავაზობს მათ თბილისის მერია - არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი "მთავარის" სტუდიაში;სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები - რა შეიცვლება ქვეყანაში და რეგიონში, რა ტენდენციები გამოავლინა შედეგებმა, აქვს თუ არა ჯერ კიდევ სომხეთს ევროპული პერსპექტივა - "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი მთავარის შესახებ.
წაკითხვა
გადაცემა
განათლების სისტემაში დაგეგმილი სიახლეები / სიახლე მძღოლებს
მთავარი | 3 აპრილი, 2017
• განათლების სისტემაში დაგეგმილი სიახლეები, რომელიც შეეხება ყველას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სტუდენტს, ლექტორს, აკადემიური წრის წარმომადგენელს. რა იცვლება მომდევნო სასწავლო წლიდან სკოლებში, როგორ ამაღლდება მასწავლებლების მოტივაცია, რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის პროფესიული განათლება, რომელიც მსურველებს 150-მდე პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირებას 8 აპრილამდე სთავაზობს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მთავარზე;• სიახლე მძღოლებს - პირველი ივლისიდან ამოქმედდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა და ე.წ. უკონტროლო პატრულირება. რამდენად დაამყარებს წესრიგს ახალი ინიციატივა საქართველოს გზებზე, იგეგმება თუ არა სხვა ღონისძიებები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, რა ვალდებულებას იღებს საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყნის სტატუსით - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
ანონსი
3 აპრილს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 3 აპრილი, 2017
განათლების სისტემაში დაგეგმილი სიახლეები, რომელიც შეეხება ყველას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სტუდენტს, ლექტორს, აკადემიური წრის წარმომადგენელს. რა იცვლება მომდევნო სასწავლო წლიდან სკოლებში, როგორ ამაღლდება მასწავლებლების მოტივაცია, რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის პროფესიული განათლება, რომელიც მსურველებს 150-მდე პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირებას 8 აპრილამდე სთავაზობს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მთავარზე;სიახლე მძღოლებს - პირველი ივლისიდან ამოქმედდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა და ე.წ. უკონტროლო პატრულირება. რამდენად დაამყარებს წესრიგს ახალი ინიციატივა საქართველოს გზებზე, იგეგმება თუ არა სხვა ღონისძიებები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, რა ვალდებულებას იღებს საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყნის სტატუსით - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
გადაცემა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი / ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მთავარი | 29 მარტი, 2017
• აპრილის შუა რიცხვებში საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარედგინება. დისკუსიის მესამე რაუნდის შემდეგ, პროექტი პარლამენტს გადაეცემა და საზოგადოებრივი განხილვებიც დაიწყება. თავის მოსაზრებებს უკვე გამოთქვამენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აქამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას არცერთი ოპოზიციური პარტიის წინადადება, ან შენიშვნა არ გაუზიარებია. რას ითხოვს არასაპარლამენტო ოპოზიცია, ეგულება თუ არა მხარდამჭერი პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში - "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე და "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მთავარის შესახებ;• ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას შესაძლოა, შვიდმა თვითმმართველმა ქალაქმა მერი აღარ აირჩიოს. 120 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ამ შესაძლებლობას დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების რეფორმის დეკლარირებული პრინციპიდან გადახვევად აფასებს. რა არგუმენტები აქვს მესამე სექტორს, რას მოუტანს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვა ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს - "კივიტას გეორგიკას" თავმჯდომარე გიორგი მესხიძე "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
ანონსი
29 მარტს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 29 მარტი, 2017
აპრილის შუა რიცხვებში საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარედგინება. დისკუსიის მესამე რაუნდის შემდეგ, პროექტი პარლამენტს გადაეცემა და საზოგადოებრივი განხილვებიც დაიწყება. თავის მოსაზრებებს უკვე გამოთქვამენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აქამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას არცერთი ოპოზიციური პარტიის წინადადება, ან შენიშვნა არ გაუზიარებია. რას ითხოვს არასაპარლამენტო ოპოზიცია, ეგულება თუ არა მხარდამჭერი პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში - "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე და "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მთავარის შესახებ;ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას შესაძლოა, შვიდმა თვითმმართველმა ქალაქმა მერი აღარ აირჩიოს. 120 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ამ შესაძლებლობას დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების რეფორმის დეკლარირებული პრინციპიდან გადახვევად აფასებს. რა არგუმენტები აქვს მესამე სექტორს, რას მოუტანს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვა ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს - "კივიტას გეორგიკას" თავმჯდომარე გიორგი მესხიძე "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
გადაცემა
ავტოსაგზაო შემთხვევების შემზარავი სტატისტიკა / 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულობების გამოძიება
მთავარი | 22 მარტი, 2017
• ავტოსაგზაო შემთხვევების შემზარავი სტატისტიკა. დღეს კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა. რა უნდა გაკეთდეს გზებზე შედარებითი უსაფრთხოების მისაღწევად, რა არის პირველი რიგის ამოცანა, იმოქმედებს თუ არა ჯარიმების ზრდა სისწრაფის მოყვარული მძღოლების ქცევაზე - საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მთავარის შესახებ;• რა ეტაპზეა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულობების გამოძიება - "ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი, გიორგი ბურჯანაძე "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
ანონსი
22 მარტს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 22 მარტი, 2017
ავტოსაგზაო შემთხვევების შემზარავი სტატისტიკა. დღეს კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა. რა უნდა გაკეთდეს გზებზე შედარებითი უსაფრთხოების მისაღწევად, რა არის პირველი რიგის ამოცანა, იმოქმედებს თუ არა ჯარიმების ზრდა სისწრაფის მოყვარული მძღოლების ქცევაზე - საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მთავარის შესახებ;რა ეტაპზეა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულობების გამოძიება - "ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი გიორგი ბურჯანაძე "მთავარის" სტუდიაში.
წაკითხვა
გადაცემა
პრეზიდენტის ვეტო ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე / საარჩევნო 2017 წელი ევროპაში
მთავარი | 20 მარტი, 2017
• საქართველოს პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებით მეორედ დაადო ვეტო ე.წ. მოსმენების კანონპროექტს და იმედი გამოთქვა, რომ ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, პარლამენტი იზრუნებს, რომ საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა ჰქონდეს. რა კონკრეტული შენიშვნები აქვს პრეზიდენტს, რამდენად შესაძლებელია, საპარლამენტო უმრავლესობამ მისი შენიშვნები გაიზიაროს - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მთავარის შესახებ;• იზიარებენ თუ არა მოძრაობა "ეს შენ გეხებას" წევრები პრეზიდენტის შენიშვნებს ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, რა შენიშვნები აქვთ მათ და როგორ გეგმავენ მოქმედებას, თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს - მოძრაობა "ეს შენ გეხებას" წევრი, საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე "მთავარის" სტუდიაში;• 2017 წელი არჩევნების თვალსაზრისით, ევროპაში ახალ ტენდენციებს გახდის ნათელს. დარჩებიან ხელისუფლებაში ზომიერი პოლიტიკოსები, თუ ძალაუფლებას ხალხი პოპულისტებს ანდობს. რა უჩვენა ჰოლანდიის არჩევნების შედეგებმა, შეძლებს თუ არა ევროპა ახალ გამოწვევებთან გამკლავებას - "ნიდერლანდების ინსტიტუტი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" აღმოსავლეთ ევროპის ოფისის დირექტორი ლევან ცუცქირიძე მთავარზე.
წაკითხვა
ანონსი
20 მარტს, 22:00 საათზე - "მთავარი", თამარ ჩიქოვანთან ერთად
მთავარი | 20 მარტი, 2017
საქართველოს პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებით მეორედ დაადო ვეტო ე.წ. მოსმენების კანონპროექტს და იმედი გამოთქვა, რომ ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, პარლამენტი იზრუნებს, რომ საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა ჰქონდეს. რა კონკრეტული შენიშვნები აქვს პრეზიდენტს, რამდენად შესაძლებელია, საპარლამენტო უმრავლესობამ მისი შენიშვნები გაიზიაროს - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მთავარის შესახებ;იზიარებენ თუ არა მოძრაობა "ეს შენ გეხებას" წევრები პრეზიდენტის შენიშვნებს ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, რა შენიშვნები აქვთ მათ და როგორ გეგმავენ მოქმედებას, თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს - მოძრაობა "ეს შენ გეხებას" წევრი, საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე "მთავარის" სტუდიაში;2017 წელი არჩევნების თვალსაზრისით, ევროპაში ახალ ტენდენციებს გახდის ნათელს. დარჩებიან ხელისუფლებაში ზომიერი პოლიტიკოსები, თუ ძალაუფლებას ხალხი პოპულისტებს ანდობს. რა უჩვენა ჰოლანდიის არჩევნების შედეგებმა, შეძლებს თუ არა ევროპა ახალ გამოწვევებთან გამკლავებას - "ნიდერლანდების ინსტიტუტი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" აღმოსავლეთ ევროპის ოფისის დირექტორი ლევან ცუცქირიძე მთავარზე.
წაკითხვა

უახლესი