საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბესერიალი - ველვეტი (U)სპორტი 360°დღეები და ღამეები60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016შაბათს საღამოს ლიზასთან ვექტორი"ტოპ გიარ"„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თაროინტერVIEWკომუნიკატორი რეალური სივრცემთავარიეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა წითელი ზონაუცნობი მუსიკაგააგრძელე საქართველოს ისტორია ხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

დილის მოამბესერიალი - გამარჯვებული ვიქტორიაპირადი ექიმი - მარი მალაზონია სიტყვების თამაში

დღის ეთერი

C სტუდიაკაცების დროტელემანისპორტის დაფაეკონომეტრიგურმანიაფერმავაშინგტონი დღესცეკვა საქართველოსთან

საღამოს ეთერი

სერიალი - პუაროსერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთმუსიკო♫ლოგოსიდღე მუზეუმშიტელებლოგი

სპორტი

ათენიდან ათენამდესპორტი საზოგადოებრივზე სპორტი გიორგი ზურაბიშვილთან ერთადჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში

პროექტები/სხვადასხვა

სტუმარ-მასპინძელისაზოგადოებრივის ეთერში23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით #თქვილიტერატურული პრემია „საბაოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიარქივი ყველასპირველი პირველზე მუსიკა საზოგადოებრივზე ადამი მედია პრიზისაბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
მუსიკა
საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის კონკურსზე თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 23 იანვარი, 2017
თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია - სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.გამარჯვებული ეროვნული კონკურსის მეშვეობით გამოვლინდა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა. დაძაბულ ბრძოლაში, 25 კონკურსანტს შორის, საუკეთესო საერთაშორისო ჟიურიმ მაყურებელთან ერთად შეარჩია. ზარებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.  ეროვნულ ფინალს ლიზა წიკლაურთან ერთად ევროვიზიის გასული წლების ქართველი მონაწილეები უძღვებოდნენ. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.
წაკითხვა
მუსიკა
თაკო გაჩეჩილაძე საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს სიმღერით Keep the Faith!
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 20 იანვარი, 2017
თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია, სიმღერით - Keep the Faith. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.ეროვნული კონკურსის საუკეთესო ხუთეულში არიან:თაკო გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith - 122 ქულანუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run - 107 ქულაჯგუფი The Mins, სიმღერით Crime - 105 ქულა
წაკითხვა
მუსიკა
ევროვიზია 2017. ეროვნული კონკურსის ფინალი
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 20 იანვარი, 2017
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა, სიმღერით - Keep the Faith. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.
წაკითხვა
მუსიკა
"C სტუდია" - პირდაპირი ჩართვა ფილარმონიიდან ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალამდე
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 20 იანვარი, 2017
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.
წაკითხვა
მუსიკა
ევროვიზია 2017 - ეროვნული ფინალი
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 20 იანვარი, 2017
გადაცემა - "C სტუდია" . სტუმარი - თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის ხელმძღვანელი
წაკითხვა
მუსიკა
"ტელემანი" - საქართველოს ხმა ევროვიზიაზე, როგორ ემზადებიან კონკურსანტები ეროვნული ფინალისთვის
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 20 იანვარი, 2017
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი თბილისის საკონცერტო დარბაზში 20 იანვარს ჩატარდება. ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.
წაკითხვა
მუსიკა
ევროვიზია 2017
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 11 იანვარი, 2017
გადაცემა - "დილის მოამბე".სტუმარი - ნათია უზნაძე, ევროვიზიის პროექტების პროდიუსერი.
წაკითხვა
ანონსი
20 იანვარს, 20:00 საათზე, პირველი საზოგადოებრივის პირდაპირ ეთერში - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 6 იანვარი, 2017
ვინ დაიკავებს საქართველოს სახელით ევროვიზიის დიდ სცენას უკრაინაში. 20 იანვარს, 20:00 საათზე, პირველი საზოგადოებრივის პირდაპირ ეთერშია თბილისის საკონცერტო დარბაზი - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი.საერთაშორისო ჟიური და ხალხი - 25 კონკურსანტიდან ირჩევს საუკეთესოს. შემოგვიერთდი, აირჩიე შენი ხმა ევროვიზიაზე! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს.20 იანვარს ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.
წაკითხვა
ანონსი
საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 წლის ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 6 ნოემბერი, 2016
გაიმარჯვე და წარადგინე საქართველო ევროპის ყველაზე დიდ მუსიკალურ დღესასწაულზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 წლის ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ მომღერლებსა და ჯგუფებს.მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა (ხანგრძლივობა 3 წთ. CD ფორმატი), ბიოგრაფია და ფოტო .განცხადებები მიიღება 7 ნოემბრიდან - 7 დეკემბრამდე.მისამართი - კოსტავას ქ. #68.ელექტრონული მისამართი - eurovision@gpb.ge.დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 409 110; ეწვიეთ ვებგვერდს eurovision-georgia.ge.ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში. საზოგადოებრივი მაუწყებელი გისურვებთ წარმატებას.
წაკითხვა
ანონსი
20 ნოემბერს, 19:00 საათზე, "საბავშვო ევროვიზია 2016" - პირდაპირი ტრანსლაცია მალტიდან საზოგადოებრივზე
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 5 ნოემბერი, 2016
2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია პირველ საზოგადოებრივზე - 20 ნოემბერს, 19:00 საათიდან (ადგილობრივი დროით) განხორციელდება.საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-14 კონკურსში საქართველოს მარიამ მამადაშვილი წარადგენს, სიმღერით "მზეო".საბავშვო ევროვიზიის კონკურსს წელს მალტა მასპინძლობს.
წაკითხვა
ანონსი
საზოგადოებრივი მაუწყებელი 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 17 აგვისტო, 2016
17 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 9-დან 14 წლამდე ასაკის სოლისტებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ სპეციალურად საბავშვო ევროვიზიისათვის შექმნილი ახალი სიმღერა, ავტობიოგრაფია და ფოტო.განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე junioreurovision@gpb.ge, ან  საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, მისამართი - კოსტავას ქ. #68.დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 409 110; ეწვიეთ ვებგვერდს junior.eurovision-georgia.ge.ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, მალტაში. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ „ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი „ქენდი" გახდა.
წაკითხვა
მუსიკა
ევროვიზიიდან პირდაპირ "კომუნიკატორში" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სტოკჰოლმიდან "ლოლიტები"
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 16 მაისი, 2016
გადაცემა "კომუნიკატორი".სტუმარი - ნიკა კოჩაროვი, მუსიკოსი
წაკითხვა
მუსიკა
ევროვიზია 2016. ფინალი. ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz - Midnight Gold
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 15 მაისი, 2016
ქართველი კონკურსანტების გამოსვლა 2016 წლის ევროვიზიის ფინალში - ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold.საქართველოს წარმომადგენლების სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობდა.
წაკითხვა
მუსიკა
ევროვიზია 2016. ფინალი
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 14 მაისი, 2016
ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz მაყურებლის წინაშე, 14 მაისს, კონკურსის ფინალში 23-ე ნომრად წარდგებიან, სიმღერით Midnight Gold.რიგით 61-ე ევროფესტივალის ფინალის პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" 23:00 საათიდან (ადგილობრივი დროით) განხორციელდება.2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი,  მასპინძლობს. კონკურსის გამარჯვებული შოუს დასასრულს გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 62-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.
წაკითხვა
მუსიკა
ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz - Midnight Gold
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 13 მაისი, 2016
ქართველი კონკურსანტების გამოსვლა ევროვიზიის სცენაზე - ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz - სიმღერით Midnight Gold.საქართველოს წარმომადგენლების სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობდა.
წაკითხვა
მუსიკა
ევროვიზია 2016. მეორე ნახევარფინალი
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 12 მაისი, 2016
ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz მაყურებლის წინაშე 12 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-16 ნომრად წარდგებიან, სიმღერით Midnight Gold.2016 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტურის პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" 23:00 საათიდან (ადგილობრივი დროით) განხორციელდება.ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს!
წაკითხვა
მუსიკა
ევროვიზია 2016. პირველი ნახევარფინალი
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 10 მაისი, 2016
ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის პირველ ნახევარფინალურ ტურს 10 მაისს სტოკჰოლმი მასპინძლობს.პირველი ნახევარფინალის 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი, მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის შედეგად, გადავა. 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია:ფინეთისაბერძნეთიმოლდოვაუნგრეთიხორვატიანიდერლანდებისომხეთისან მარინორუსეთიჩეხეთის რესპუბლიკაკვიპროსიავსტრიაესტონეთიაზერბაიჯანიმონტენეგროისლანდიაბოსნია და ჰერცეგოვინამალტაევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და “დიდი ხუთეულის" გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება.ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის მეორე ნახევარფინალი 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროვიზიის კ
წაკითხვა
მუსიკა
საქართველოს წარმომადგენლებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 5 მაისი, 2016
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლებმა ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა ევროვიზიის სცენაზე, Globe Arena-ზე პირველი რეპეტიცია გაიარეს. საქართველოს წარმომადგენლებმა, რეპეტიციის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხეს. (ESCKAZ.com)
წაკითხვა
მუსიკა
ევროვიზიის კონკურსის ქართველმა მონაწილეებმა პირველი რეპეტიცია გაიარეს
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 5 მაისი, 2016
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლებმა ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა ევროვიზიის სცენაზე, Globe Arena-ზე პირველი რეპეტიცია გაიარეს. საქართველოს წარმომადგენლების სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობდა.საქართველოს წარმომადგენლებმა, რეპეტიციის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხეს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუმინეთი კონკურსს გამოეთიშა). გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, მე-16 ნომრად წარდგებიან.  შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 10, 12 და14 მაისს, 23:00 საათზე, "ევროვიზია 2016" პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.
წაკითხვა
მუსიკა
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, კულისებს მიღმა
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 5 მაისი, 2016
ევროვიზიის სცენაზე, Globe Arena-ზე პირველ რეპეტიციამდე, ნიკა კოჩაროვმა ევროფესტივალის, საკონკურსო სიმღერის - Midnight Gold შესახებ ისაუბრა. მუსიკოსმა გაიხსენა, რომ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კონკურსში მონაწილეობის შესახებ შეთავაზება მიიღეს, ეს მათთვის მოულოდნელი იყო, თუმცა დათანხმდნენ, რადგან ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა მათთვის დიდი პატივია და საინტერესოა. "რატომაც არა, მუსიკა-მუსიკაა," - აცხადებს  ნიკა. 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, მე-16 ნომრად წარდგებიან.ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუმინეთი კონკურსს გამოეთიშა). გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 10, 12 და14 მაისს, 23:00 საათზე, "ევროვიზია 2016" პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.(eurovision.tv)
წაკითხვა

უახლესი