საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბეყველა კითხვასერიალი - ველვეტი (U)შაბათს საღამოს ლიზასთან 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსივექტორი„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადინტერVIEWკომუნიკატორი რეალური სივრცემთავარიეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა წითელი ზონაუცნობი მუსიკაგააგრძელე საქართველოს ისტორია ხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

დილის მოამბეპირადი ექიმი - მარი მალაზონია სერიალი - გამარჯვებული ვიქტორიასიტყვების თამაში

დღის ეთერი

C სტუდიაკაცების დროტელემანიწიგნების თაროეკონომეტრიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) სერიალი - პუაროჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთმუსიკო♫ლოგოსიდღე მუზეუმშიდოკუმენტური სერიალი - ცნობისმოყვარეობატელებლოგი

სპორტი

სპორტი საზოგადოებრივზე სპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში

პროექტები/სხვადასხვა

საზოგადოებრივის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბაოქროს თვალიელექტრონავტებიარქივი ყველასპირველი პირველზე მუსიკა საზოგადოებრივზე ადამი მედია პრიზისაბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
მსოფლიო დღეს
„მე მიხარია ყველა ქალის ნაცვლად“ - ჰილარი კლინტონი ოფიციალურად დასახელდა საპრეზიდენტო კანდიდატად
კომუნიკატორი | 29 ივლისი, 2016
►  აშშ-ის დემოკრატთა ყრილობაზე ჰილარი კლინტონი ოფიციალურად დასახელდა პარტიის კანდიდატად საპრეზიდენტო პოსტზე. "პირველად ისტორიაში, ქვეყნის მთავარმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი დაანომინირა. მე მიხარია ყველა ქალის ნაცვლად", - განაცხადა მან; ►  ლიბიელმა მოქალაქეებმა რამდენიმეთვიანი იძულებითი მიგრაციის შემდეგ, ქალაქ სირტში დაბრუნება დაიწყეს; ►  "ალ-ნუსრას ფრონტმა" დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტს კონტაქტებს "ალ-ქაიდას" გლობალურ ქსელთან; ►  სირიის სამთავრობო ჯარების ოპერაციები ალყაშემორტყმულ ქალაქ ალეპოსთან - ასადის მხარდამჭერი სამხედრო შენაერთები ქალაქის გასათავისუფლებლად გადამწყვეტ შტურმს გეგმავენ.
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
„მაგარ შარში ხართ“ - ზიმბაბვეს პრეზიდენტი მუგაბე ოპონენტებს აფრთხილებს / ISIS-ის მორიგი ტერაქტი სირიაში
კომუნიკატორი | 28 ივლისი, 2016
►  სირიაში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ქურთისტანის სამხედრო შენაერთების შტაბ-ბინასთან ტერორისტული აქტი განახორციელა - აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა; ►  ადამიანისთვის, რომელიც ნიცის ტერაქტის დროს ტერორისტის სატვირთო მანქანას თავისი მოტოციკლეტით ბორბლებში შეუვარდა, ინტერნეტით ახალი მოტოციკლის ფული შეუგროვეს -  "ვცდილობდი ტერორისტის გადმოგდებას მანქანის კაბინიდან, თუმცა უშედეგოდ. მას იარაღმა უმტყუნა და ამიტომ რევოლვერის ტარს ხელებში მირტყამდა.  მას სახეზე არანაირი ემოცია არ აღენიშნებოდა", - განაცხადა მოტოციკლისტმა ფრანკმა თავის პირველ ინტერვიუში; ►  "მაგარ შარში ხართ" - ზიმბაბვეს პრეზიდენტ მუგაბე ოპონენტებს აფრთხილებს; ►  ობამა: "ჩვენ არ გვყოლია ისეთი კომპეტენტური საპრეზიდენტო კანდიდატი, არც მე, არც ბილ კლინტონი, არც ქალი და არც კაცი, როგორიც დღეს ჰილარი კლინტონია"; ►  გადაუღებელმა წვიმებმა ტიბეტში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია - სტიქიამ 60 სოფელი და 16 დაბა დააზიანა. 
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
თურქეთში 50-მდე ჟურნალისტის დაპატიმრებას გეგმავენ / წყალში მხტომელთა შეეჯიბრი საფრანგეთში
კომუნიკატორი | 27 ივლისი, 2016
►  თურქეთის ხელისუფლებამ 50-მდე ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა, რომლებსაც სამხედრო ამბოხებასთან კავშირში ადანაშაულებენ; ►  შავ ზღვაში, უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ სამხედრო მანევრებში 13 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ; ►  ნიგერიაში ახალი სარკინიგზო ხაზი გაიხსნა, რომელიც დედაქალაქ აბუჯას, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ კადუნასთან დააკავშირებს; ►  ალეუტის კუნძულებთან ჩაძირვა დაიწყო თევზსაჭერმა გემმა, რომლის ბორტიდანაც მაშველებმა 46 ადამიანი გადაარჩინეს; ►  საფრანგეთში წყალში მხტომელთა შეეჯიბრი გაიმართა.
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
ტერორისტებმა საფრანგეთში 84 წლის მღვდელი მოკლეს / იაპონიაში დანით შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა
კომუნიკატორი | 26 ივლისი, 2016
►  საფრანგეთის ქალაქ რუონის ეკლესიაში, წირვის დროს, ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა რამდენიმე ადამიანი, ტერორისტებმა, რომლებმაც თავი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმდევრებად გამოაცხადეს 84 წლის მღვდელი მოკლეს;  ►  ტოკიოს მახლობლად დასახლებაში დანით შეიარაღებული ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა თავშესაფარში შეიჭრა და 19 ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა; ►  ბელგიის პარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების რეზოლუციას განიხილავს; ►  არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის არმიაში დაწყებული წმენდამ საპრეზიდენტო გვარდიაც მოიცვა - დაპატიმრებულია გვარდიის 300 წევრი; ►  აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა სიტყვით გამოვიდა დემოკრატების ეროვნულ კონგრესზე და და პუბლიკას მოუწოდა არ აყვნენ დონალდ ტრამპის სიძულვილის ენას. 
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
მანევრები შავ ზღვაში, ამერიკული ხომალდების მონაწილეობით / 20-კილომეტრიანი საცობი ბრიტანეთში
კომუნიკატორი | 25 ივლისი, 2016
►  ტერაქტი ქაბულის შიიტურ უბანში - 80 დაიღუპული და 200-მდე დაშავებული - მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო; ►  სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე ინდუსტრიული კომპლექსის ტერიტორია დაიკავეს; ►  ჩინეთის ჩრდილოეთში ერთი დღის მანძილზე ნალექის წლიური ნორმა მოვიდა, რამაც წყალდიდობა და მსხვერპლი გამოიწვია. დაღუპულია 150-ზე მეტი, დაკარგულად კი 120 ადამიანი ითვლება; ►  ერთობლივი საზღვაო მანევრები შავ ზღვაში, ოდესასთან, ამერიკული სამხედრო ხომალდების მონაწილეობით; ►  ბრიტანეთში, დოვერის პორტთან 20-კილომეტრიანი საცობი წარმოიშვა, რაც საფრანგეთის საზღვარზე გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლითაა გამოწვეული; ►  დალასის აეროპორტის უსაფრთხოების კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს თუ როგორ შედის გარეშე პირი აეროპორტის აკრძალული ზონების გავლით თვითმფრინავის კიბემდე, კონტროლის გავლის გარეშე.
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
ბაღდადში ტემპერატურამ რეკორდულ 50 გრადუსს მიაღწია / მოქალაქე, რომელიც ამბოხებულების ტანკებს გადაურჩა
კომუნიკატორი | 22 ივლისი, 2016
►   ბრძოლები სირიის დემოკრატიული ფრონტის ჯარისკაცებსა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებს შორის  - ქურთ მებრძოლებს საჰაერო მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების ავიაცია, თუმცა, ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება; ►   ერევანში რადიკალური ოპოზიციის წევრების მხარდამჭერი მიტინიგის მონაწილეთა დაკავების ამსახველი კადრები; ►   ბაღდადში ტემპერატურამ რეკორდულ 50 გრადუსს მიაღწია, რის გამოც მთავრობამ ქალაქის დაწესებულებებში 2-დღიანი დასვენება გამოაცხადა; ►   აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია ისევ გამწვავდა - გახშირდა ცეცხლის გახსნის შემთხვევები უკრაინის სამხედრო ძალებსა და პრო-რუს სეპარატისტებს შორის; ►   აფრიკის სამოდელო ქალაქად ჩაფიქრებული ნიგერიის აბუჯა დღეს ნაგავში იძირება. ნაგვის გარდა, 3-მილიონიანი ქალაქის პრობლემებია ქაოტური განაშენიანება, ძველი მანქანები და მწვანე ზონების განადგურება; ►   სამხრეთ სუდანში მომხდარი დაპირისპირებისას დაღუპული
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
ერევანში შეტაკებების შედეგად 45 ადამიანია ჰოსპიტალიზებული / 3 მილიარდი დოლარის გათეთრების საქმე
კომუნიკატორი | 21 ივლისი, 2016
►   ჯარისკაცები, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თავი საბერძნეთს შეაფარეს, თურქეთის ოფიციალური პირებმა მოღალატეებად გამოაცხადეს და მათი ექსტრადიცია მოითხოვეს ;►   ანკარამ შეერთებულ შტატებს უკვე მიაწოდა საჭირო დოკუმენტები სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ყოფილი იმამის - ფეტულა გიულენის ბრალეულობის დასამტკიცებლად; ►   ლიბიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შენაერთებთან შეტაკებების შედეგად სამი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა; ►   ვენესუელაში გრძელდება ქვეყნის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისი. ათასობით მოქალაქე ფეხით გადადის მეზობელ კოლუმბიაში ყოველდღიური მოხმარების საგნებისა და მედიკამენტების შესაძენად; ►   ერევანში სიტუაცია კვლავ დაძაბულია - რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფების წევრები, უკვე რამდენიმე დღეა მძევლებთან ერთად პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფებიან. მოგვიანებით ხალხსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა - შეტაკებე
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
ერდოღანი სიკვდილით დასჯის შემოღების მომხრეა / ანტიტერორისტული ოპერაციების სწავლებები რიოში
კომუნიკატორი | 20 ივლისი, 2016
►   თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ სიკვდილით დასჯის ხელახლა შემოღებას არ შეეწინააღმდეგება; ►   ანტიტერორისტული ოპერაციების სწავლებები რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 17 დღით ადრე; ►   ჩრდილოეთ კორეამ სამი საცდელი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა; ►   დიდი ბრიტანეთი მზადაა ბირთვული შეიარაღების სისტემას განაახლოს. 
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
თურქეთის პარლამენტის დაბომბილი შენობა / უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის რადაში
კომუნიკატორი | 19 ივლისი, 2016
►   მეამბოხეების მიერ დაბომბილი პარლამენტის შენობა თურქეთშის - ნაგებობა ძლიერაა დაზიანებული, ამბოხების ღამეს აქ ჩამოგდებული ჭურვების გამო; ►  მეამბოხეების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე საუბრისას თურქეთის პრემიერს თვალებზე ცრემლები მოადგა. ოფიციალურმა ანკარამ მიანიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა შესაძლოა ეჭშვქვეშ დადგეს, თუ ვაშინგტონი უარს იტყვის პენსილვანიიდან მუსლიმი სასულიერო პირის ფეტულა გიულენის ექსტრადიციაზე; ►  ნიცაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა; ►  სირიაში, სამთავრობო ჯარებმა, ორდღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ დაიკავეს ჩრდილოეთ ლატაკიას პროვინციის დასახლება კინსიბა; ►  უპილოტო საფრენი აპარატი
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
თურქეთმა ამერიკული ბაზის თავზე საჰაერო სივრცე გახსნა / ხანძარი ყირიმში, ფესტივალ „კაზანტიპის“ ტერიტორიაზე
კომუნიკატორი | 18 ივლისი, 2016
►  "ვირუსისგან გაწმენდა" - თურქეთში სამხედრო გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით 8000-მდე პოლიციელი, ასევე 6000-მდე სამხედრო და სასამართლო უწყებების წარმომადგენელია დაკავებული; ►  პენტაგონმა დაადასტურა, რომ თურქეთმა  გახსნა საჰაერო სივრცე ამერიკული თვითმფრინავებისთვის სამხედრო ბაზა "ინჯირლიკის" თავზე.  ბაზის მეთაური გენერალი ბაკირ ერკან ვანი, თერთმეტ სხვა მაღალჩინოსანთან ერთად, სამხედრო გადატრიალების მოწყობისთვისაა დაკავებული; ►  სომხეთში მძევლების გათავისუფლების შემდეგ, 200-მდე ადამიანია დაკავებული. ტერორისტები დაკავებული ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვდნენ; ►  ვენესუელამ მეზობელ კოლუმბიასთან ჩაკეტილი საზღვარი გახსნა, რის შემდეგაც ვენესუელას ათასობით მოქალაქემ დაიწყო კოლუმბიაში გადასვლა საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად; ►  უზარმაზარი ცეცხლის ალი ავარდა ყირიმში, დასახლება
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
ტერაქტი ნიცაში. თვითმხილველების ვიდეომასალები - ტერორისტის განადგურების კადრები
კომუნიკატორი | 15 ივლისი, 2016
►  ტერაქტი ნიცაში - ბოლო მონაცემებით დაღუპულია 84 ადამიანი;►  ფრანსუა ოლანდმა დამატებით 10 ათასი რეზერვისტის გაწვევის შესახებ განაცხადა; ►  თვითმხილველების ვიდეომასალები, რომლებიც ტერორისტული აქტის მომენტშია გადაღებული. ►  პოლიციის მიერ ტერორისტის განადგურების კადრები; ►  ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე, პარიზში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, ბასტილიის დღის აღსანიშნავად ცაში საზეიმო ფეერვერკები გაუშვეს. პიროტექნიკული შოუს დაწყებამდე, ეიფელის კოშკი საფრანგეთის დროშის ფერებით გაანათეს.
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
ერაყში თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი მოკლეს / დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერი ჰყავს
კომუნიკატორი | 14 ივლისი, 2016
►  დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერი ჰყავს - ტერეზა მეი მეორე ქალი იქნება მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, ვინც გაერთიანებული სამეფოს მთავრობას უხელმძღვანელებს; ►  ანგელა მერკელი ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს ბიშკეკში, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა;  ►  გერმანია ნამიბიისთვის ბოდიშის მოხდას გეგმავს, ერთი საუკუნის წინ ამ ქვეყნის ადგილობრივი ტომების გენოციდის გამო; ►  პენტაგონის მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ომის მინისტრად იდენტიფიცირებული თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი,  ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთით, ერთ-ერთ დასახლებაში მიმდინარე ბრძოლებში დაიღუპა; ►  ჩინეთში წყალდიდობის შედეგად გარღვეული დამბა, ლოდებით დატვირთული ძველი სატვირთო მანქანებით ჩაკეტეს; ►  დრონით გადაღებული მასალა იტალიაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემთხვევის ადგილიდან. 
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
გრელანდიაში 1 ტრილიონი ტონა ყინული დადნა / მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო
კომუნიკატორი | 13 ივლისი, 2016
►  იტალიაში სარკინიგზო კატასტროფის ადგილზე მაშველები ცდილობდნენ ბოლომდე მოეხდინათ შეჯახებული ვაგონების დემონტაჟი შესაძლო გადარჩენილების სანახავად; ►  ფლორიდაში ნაპირამდე მოაღწია 24-მა ადამიანმა, რომლებიც კუბიდან არალეგალურად გადმოცურეს; ►  გაეროში პირველად გაიმართა დებატები მდივნის პოსტზე სავარაუდო კანდიდატებს შორის; ►  სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში გამაგრებული ოპოზიციური დაჯგუფებების წინააღმდეგ შტურმი დაწყეს;  ►  ბოლო 5 წლის მანძილზე გრელანდიაში 1 ტრილიონი ტონა ყინული დადნა - დნობის გამო მსოფლიო ზღვების დონე ყოველწლიურად თითო მილიმეტრით მოიმატებს;  ►  მსოფლიოს უდიდესი, უადი ალ-სალამის სასაფლაოს კადრები - სასაფლაო 60 ჰექტარზეა გადაჭიმული და 5 მილიონ აკლდამას იტევს.
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
იტალიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა / მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩინეთში
კომუნიკატორი | 12 ივლისი, 2016
►  იტალიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - კატასტროფას 12 ადამიანი შეეწირა; ►  სირიელი ლტოლვილების მოგზაურობა თურქეთ-საბერძნეთის საზღვაო მარშრუტზე - როგორ რისკზე მიდიან ადამიანები საომარი ზონიდან ევროპაში მოსახვედრად; ►  მინესოტას ტორნადომ გადაუარა - მინეაპოლისის დასავლეთით სტიქიამ სახლები დაანგრია და ელექტროგადამცემი ხაზები წააქცია; ►  ღამის მემორიალურ აქცია დალასის პოლიციის დეპარტამენტთან, ხუთი პოლიციელის მოსახსენიებლად, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ქუჩის საპროტესტო მსვლელობისას სნაიპერების გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ; ►  ჯორჯიის შტატში პოლიციელების მხრიდან აფროამერიკელების მკვლელობა გააპროტესტეს - დემონსტრანტების წარმომადგენლებთან გუბერნატორის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდადა პროტესტის აქტივისტებმა მოლაპარაკების შედეგები თავიანთ გამარჯვებად შეაფასეს; ►  მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩინეთში - ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფლოტებმა, საბრძოლო ხომალდებისა და ავიაციის მობილიზების შემდეგ, ერთობლივი მანევრები დაიწყეს. სამხედრო მანევრებმა
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
პატიმრებმა ბადრაგის თანამშრომელი გადაარჩინეს / რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების კადრები
კომუნიკატორი | 11 ივლისი, 2016
► სამხრეთ სუდანში პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შეიარაღებული დაცვა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - შეიარაღებულ დაპირისპირებას ბოლოო დღეებში 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა; ► ჩინეთში ტაიფუნი მძვინვარებს, რომელმაც დასახლებებში დიდძალი ნგრევა გამოიწვია. ქარის სიჩქარე ტაიფუნის დროს 100 კილომეტრ-საათს აჭარბებდა, რასაც ღვარცოფი და მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევები დაერთო; ► ტეხასის ერთ-ერთ ციხეში, პატიმრებმა, რომლებმაც შეამჩნიეს რომ მათმა ბადრაგმა მოულოდნელად გრძნობა დაკარგა, საკნის კარი გახსნეს, გარეთ გამოვიდნენ და ციხის პერსონალის ყურადღების მისაქცევად ხმაური ატეხეს; ► ერაყის არმიამ  ქვეყნის ჩრდილოეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან კიდევ ერთი ქალაქი გაათავისუფლა, ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვებაა, რომლის შემდეგი ნაბიჯიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის ისლამისტებისგან გათავისუფლებაა; ► რუსული სამხედრო მოიერიშე ვერტმფრენის ჩამოგდების კადრები - რუსული მხარის განცხადებით, მი-25 ტიპის ვერტმფრენის დაღუპვას ქალაქ პალმირასთან 2 რუსი პილოტი ემსხვერპლა; ►
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
სროლა დალასის ცენტრში - მოკლულია 5 პოლიციელი / ნატოს სამიტთან დაკავშირებით ვარშავაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული
კომუნიკატორი | 8 ივლისი, 2016
►  სროლა დალასის ცენტრში - მოკლულია 5 პოლიციელი. დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი და მათი დაკითხვა მიმდინარეობს; ►  12 ლიბიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა ქალაქ ბენგაზის მისადგომებთან მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებლით დატვირთული ავტომობილით საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე განახორციელა;►  ვარშავაში ნატოს სამიტთან დაკავშირებით უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ქუჩების ნაწილი გადაკეტილია და ქალაქში პოლიციის გაძიერებული დანაყოფები პატრულირებენ; ►  "რადიო თავისუფლების" რეპორტაჟი ერევანიდან, სადაც ორი დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს. ოპოზიციონრებიდან ერთ-ერთს ბრალად პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა, ხოლო მეორეს იარაღის უკანონო ტარება ედება.
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
მობილური მეჩეთი ჯაკარტაში / ტყის ხანძარი ნიუ მექსიკოს შტატში
კომუნიკატორი | 7 ივლისი, 2016
►  ავღანეთში, რამდენიმე დღის განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, დაგეგმილი 5500 ჯარისკაცის ნაცვლად, 8400-იანი სამხედრო ამერიკული შენაერთი დარჩება; ►  "სოიუზ მს-01" ტიპის კოსმოსურმა ხომალდმა ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომიდან სტარტი აიღო. სტარტიდან 48 საათის შემდეგ, რუსი კოსმონავტი ანატოლი ივანიშინი, NASA-ს ასტრონავტი ქეთლინ რუბინსი და იაპონელი ასტრონავტი ტაკუია ონიში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს უნდა მიუერთდნენ; ►  ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ფუნქციონირება დაიწყო მობილურმა მეჩეთმა, სადაც მუსლიმ მოქალაქეებს ქუჩაში ლოცვის საშუალება ექნებათ; ►  ტყის ხანძარი ნიუ მექსიკოს შტატში მდებარე ნაკრძალში; ►  რადიკალური სამხედრო დაჯგუფება "ნიგერის დელტის შურისმაძიებლების" წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ტვიტერმა გუშინ გაუუქმა ორგანიზაციის  ექაუნთი.
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
უსახლკაროს ტაქსში დარჩენილი 187 ათასი დოლარი მძღოლმა დაუბრუნა / ამერიკაში ნოეს კიდობანი „ააგეს“
კომუნიკატორი | 6 ივლისი, 2016
► "ეგვიპტის ავიახაზების" თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოძიებამ დაასკვნა, რომ ალექსანდრიასთან მიახლოვებისას, ხმელთაშუა ზღვის თავზე, ავიალაინერს კუდის ნაწილში მოთავსებულ საპირფარეშოსთან ხანძარი გაუჩნდა. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რამ გამოიწვია ხანძარი დაღუპული ავიალაინერის ბორტზე; ► დრონით გადაღებული მასალა ბაღდადის რაიონიდან, სადაც რამდენიმე დღის წინ, რამადანის დასასრულისას, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მასიური ტერაქტი განახორციელა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის მსხვერპლის რაოდენობა 250 ადამიანამდე გაიზარდა; ► ბოსტონელმა ტაქსისტმა პოლიციაში ჩააბარა თავის მანქანაში მგზავრის დატოვებული ჩანთა, რომელშიც 187 ათასი დოლარი ინახებოდა. ფული უსახლკარო ადამიანს ეკუთვნოდა, რომელმაც აღნიშნული თანხა მემკვიდრეობით მიიღო; ► ნოეს კიდობანის რეალური ზომის მოდელი კენტუკის შტატში. კიდობანი ერთ-ერთმა ქრისტიანულმა სათვისტომომ ააგო; ► ლიბერიაში ხანგრძლივმა წვიმებმა გზების პარალიზება გამოიწვია - გადაიკეტა ქვეყნის დედაქალაქ მონროვიაში მდებარე მთავარ აეროპორტთან მისასვლელი გზაც და მგზავრებს მარშრუტის ნაწილის გადალახვა კანოეების დახმარებით უწევდათ;
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
ტერაქტების სერია საუდის არაბეთში / ომის შედეგად ერაყსა და სირიაში 10 მილიონამდე ადამიანმა საცხოვრებელი დაკარგა
კომუნიკატორი | 5 ივლისი, 2016
► საუდის არაბეთში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ რამდენიმე ტერაქტი განახორციელა - ერთი აფეთქება მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქ მედინაში მოხდა, სადაც რამადანის ბოლოს მილიონობით მუსლიმი პილიგრიმი ჩადის. მეორე ბომბი საუდის არაბეთის აღმოსავლეთში, უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ კატიფის რეგიონში განხორციელდა. ტერაქტი მოხდა ასევე ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ჯედაში, ამერიკის საკონსულოს მახლობლად, სადაც ტერორისტებმა დანაღმული მანქანა ააფეთქეს; ► ცენტრალური ერაყი, ქალაქ რამადას დღევანდელი სავალალო მდგომარეობა - შენობების უმეტესობა ქალაქში მიწასთანაა გასწორებული და საცხოვრებლად უვარგისია. სირიასა და ერაყში 10 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი და ასობით ათასი ადამიანი საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა; ► უნგრეთისა და ავსტრიის საზღვარზესატვირთო მანქანების 25-კილომეტრიანი რიგი გადაიჭიმა. ეს შეფერხება განაპირობა ავსტრიის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებულმა რეჟიმმა, რომელიც ვენამ შემოიღო უნგრეთიდან ევროკავშირის ცენტრისკენ დაძრული არალეგალური ემიგრაციის ნაკადების შესაკავებლად; 
წაკითხვა
მსოფლიო დღეს
პროტესტი "ბრექსიტს" - ლონდონში რეფერენდუმის შედეგების გადახედვას მოითხოვენ / ტერაქტები სტამბულში, ბაღდადსა და დაკაში
კომუნიკატორი | 4 ივლისი, 2016
►  ბაღდადში მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს ტერქტში დაღუპულთა მოსახსენიებლად - რამადანის დასრულების ღამეს, აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა; ►  ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, სპეცრაზზმა შტურმის შედეგად  გაათავისუფლა შეარაღებული ტერორისტების მიერ ქალაქის ე.წ. დიპლომატიური რაიონის ერთ-ერთ კაფეში აყვანილი მძევლები - ტერაქტს 28 ადამიანი, მათ შორის იტალიის, იაპონიის, ინდოეთისა და ამერიკის მოქალაქეები ემსხვერპლნენ; ►  თურქეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 13 ადამიანი, რომლებიც სტამბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით დააპატიმრეს, სასამართლოში გადაიყვანეს. დაკავებულებს შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა. ტერაქტს 44 ადამიანი ემსხვერპლა; ►  გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამერიკის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაკითხვაზე დაიბარა - გამოძიებამ  უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა კლინტონმა კონფედენციალური ინფორმაციის გამოყენების წესები პირადი ელექტრონული ფოსტის სერვერის გამოყენებისას; 
წაკითხვა

უახლესი