საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსყველა კითხვასერიალი - ველვეტი (U)23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით შაბათს საღამოს ლიზასთან ვექტორი„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადინტერVIEWკომუნიკატორი რეალური სივრცემთავარიეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა წითელი ზონაუცნობი მუსიკაგააგრძელე საქართველოს ისტორია ხანმოკლე XX საუკუნე26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

დილის ეთერი

დილის მოამბეპირადი ექიმი - მარი მალაზონია ანიმაციური სერიალი - ჯიმი ნიუტრონი-გენიოსი ბიჭუნასერიალი - გამარჯვებული ვიქტორიასიტყვების თამაში

დღის ეთერი

C სტუდიაკაცების დროტელემანიწიგნების თაროეკონომეტრიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) სერიალი - პუაროჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთმუსიკო♫ლოგოსიდღე მუზეუმშიდოკუმენტური სერიალი - ცნობისმოყვარეობატელებლოგი

სპორტი

სპორტი საზოგადოებრივზე სპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში

პროექტები/სხვადასხვა

საზოგადოებრივის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბაოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიარქივი ყველასპირველი პირველზე მუსიკა საზოგადოებრივზე ადამი მედია პრიზისაბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
გადაცემა
#ეკონომეტრი, 25 მაისი, 2017
ეკონომეტრი | 25 მაისი, 2017
• ჩინური ბანკი, ქართულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციით იქნება წარმოდგენილი• „საქსტატის" მონაცემით, 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა• პარლამენტში ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშს უსმენენ• ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვა, შესაძლოა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს• წლევანდელი წელი, შესაძლოა, ევროსთვის საუკეთესო გამოდგეს• თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა• რატომ არ ეზღვევიან ქართველი ფერმერები და რა კეთდება მათი სადაზღვევო პროდუქტებით დაინტერესების კუთხით.
წაკითხვა
სტუმარი
რატომ არ ეზღვევიან ქართველი ფერმერები და რა კეთდება მათი სადაზღვევო პროდუქტებით დაინტერესების კუთხით
ეკონომეტრი | 25 მაისი, 2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებას, რომ სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს, ვისაც მოსავალი დაზღვეული არა აქვს, არ და ვერ დაეხმარება - საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. დარგის სპეციალისტების აზრით, ეს გადაწყვეტილება სოციალური თვალსაზრისით არაპოპულარული, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით სწორია და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. რატომ არ ეზღვევიან ქართველი ფერმერები და რა კეთდება მათი სადაზღვევო პროდუქტებით დაინტერესების კუთხით? თემაზე, #ეკონომეტრის სტუმარია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის" მენეჯერი ლევან მაღრაძე.
წაკითხვა
ფრაგმენტი
თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა
ეკონომეტრი | 25 მაისი, 2017
თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა. შეკრებილებმა საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად გატარებული რეფორმები განიხილეს. განისაზღვრა ელექტრომიწოდების უსაფრთხოების და ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საჭირო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები. ღონისძიება კახა კალაძემ გახსნა.
წაკითხვა
ფრაგმენტი
წლევანდელი წელი, შესაძლოა, ევროსთვის საუკეთესო გამოდგეს
ეკონომეტრი | 25 მაისი, 2017
წლევანდელი წელი, ევროსთვის შესაძლოა, ბოლო ათი წლის მანძილზე საუკეთესო წელი გამოდგეს. ასეთ დასკვნამდე დასავლეთის წამყვანი ბანკები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ამ კვირაში ევროზონის ერთიანმა ვალუტამ, ექვსი თვის რეკორდი აჩვენა. ჰოლანდიისა და საფრანგეთის არჩვენებში ანტი-ევროპული განწყობის მქონე კანდიდატების დამარცხება და ევროზონის ეკონომიკის გაუმჯობესებული მაჩვენებლები, ანალიტიკოსებს საფუძველს აძლევს ივარაუდონ, რომ ევროს გამყარება გაგრძელდება. გუშინ ერთი ევრო, ერთ დოლარსა და 11 ცენტამდე გამყარდა და ანალიტიკოსები 2018 წლის პირველი ნახევრისთვის, კურსის ერთ დოლარსა და 20 ცენტამდე ზრდას ელოდებიან.
წაკითხვა
ფრაგმენტი
ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვა, შესაძლოა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს
ეკონომეტრი | 25 მაისი, 2017
შეზღუდვა ნავთობის მოპოვებაზე, შესაძლოა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. აღნიშნულ საკითხს ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელი ქვეყნების კარტელი ოპეკი, დღეს ვენაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. შეთანხმების მიხედვით, რომელიც ნავთობის ფასის ზრდას და ბაზრის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, დღიური წარმოება 1,8 მილიონ ბარელამდე შემცირდა, თუმცა ამერიკის მარაგების ზრდის გამო, ბაზარზე ისევ ჭარბი მიწოდებაა. შეხვედრის დაწყებამდე ნავთობის ფასი კიდევ ერთი პროცენტით გაიზარდა და საშუალოდ ბარელზე 54 დოლარი და 50 ცენტი შეადგინა.
წაკითხვა
ფრაგმენტი
პარლამენტში ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშს უსმენენ
ეკონომეტრი | 25 მაისი, 2017
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში, ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშს უსმენენ. კობა გვენეტაძის განცხადებით, ბანკების არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა ახალი კანონპროექტი მოამზადა. ახალი რეგულაცია საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ნაწილი იქნება, რომელსაც ეროვნული ბანკი რამდენიმე დღეში, წარადგენს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ონლაინ-სესხების კომპანიებს ამოწმებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა კომპანიები დააჯარიმონ. საუბარია კანონით დაწესებულ მაქსიმალურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც წელიწადში 100 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. 
წაკითხვა
ფრაგმენტი
„საქსტატის" მონაცემით, 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა
ეკონომეტრი | 25 მაისი, 2017
2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა. "საქსტატის" მონაცემით, 2015 წელთან შედარებით უმუშევრობა 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 13  წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ნიშნულია. ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელს პრაქტიკულად არ შეცვლილა, შესაბამისად თვითდასაქმებულია 57.6%, დაქირავებით დასაქმებული კი 42.4%. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2016 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 67,5 პროცენტი შეადგინა.  
წაკითხვა
ფრაგმენტი
ჩინური ბანკი, ქართულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციით იქნება წარმოდგენილი
ეკონომეტრი | 25 მაისი, 2017
ჩინური ბანკი, დაანონსებული ერთ მილიარდიანი გაცხადებული კაპიტალით, პირდაპირ მთავრობას დაექვემდებარება და საბანკო ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს შორის, განსხვავებული კონცეფციით იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას სააგენტო „ჯი ბი სი“ ავრცელებს. თავის მხრივ, საბანკო სექტორი, ჩინურ ბანკს კონკურენტად არ განიხილავს, სტანდარტული გაგებით, რადგანაც მის საქმიანობას კომერციული ბანკების შესახებ კანონი არ დაარეგულირებს. ბანკი  რამდენიმე წლის წინ დაანონსებული საფინანსო ინსტიტუტის კატეგორიაში გადის, რომელიც უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება.
წაკითხვა
სიუჟეტი
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩინეთსა და სინგაპურში საქმიანი ვიზიტი შეაჯამა
ეკონომეტრი | 24 მაისი, 2017
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დღეს ჩინეთსა და სინგაპურში საქმიანი ვიზიტი შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში, შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია "სი-ეფ-სის-თან" ერთად შეიქმნა „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი.“ „საპარტნიორო ფონდი“ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში, "აბრეშუმის გზის" საერთაშორისო სავაჭრო პალატის გაერთიანების წევრი გახდა. ხელი მოეწერა ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაცია "სინოშუესთან". ჩინეთის გარდა საქმიანი შეხვედრები შედგა სინგაპურშიც.
წაკითხვა
სიუჟეტი
პოპულარული სამოგზაურო გამოცემების ჟურნალისტები, საქართველოს შესახებ სტატიებს და ვიდეორგოლებს მოამზადებენ
ეკონომეტრი | 24 მაისი, 2017
მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტები, საქართველოს შესახებ სტატიებს და ვიდეორგოლებს მოამზადებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ინფოტურის ფარგლებში ბრიტანელმა და ამერიკელმა ჟურნალისტებმა, საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ორკვირიანი პრესტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა სტეფანწმინდა,  მესტია, უშგული, ბათუმი, ბორჯომი, რაბათი და ვარძია მოინახულეს.  უცხოელი ჟურნალისტები ეწვივნენ სამეგრელოს, მთიან აჭარას და კახეთს.  
წაკითხვა
სიუჟეტი
სააგენტო "მუდსმა" ჩინეთს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა
ეკონომეტრი | 24 მაისი, 2017
პირველად ბოლო 28 წლის განმავლობაში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო "მუდსმა", ჩინეთს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა. მიზეზად სააგენტო, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების ფონზე, ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას და სახელმწიფო ვალის ზრდას ასახელებს. მიუხედავად ჩინეთში მიმდინარე რეფორმებისა, სააგენტო ვარაუდობს, რომ ჩინეთის სახელმწიფო ვალი 2018 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტს, 2020 წლისთვის კი 45 პროცენტს მიაღწევს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩინეთის საფონდო ბირჟა ერთი პროცენტით დაეცა.
წაკითხვა
სიუჟეტი
გერმანიის პოლიციამ "დაიმლერ კრაისლერის" ოფისები გაჩხრიკა
ეკონომეტრი | 24 მაისი, 2017
გერმანიის პოლიციამ "დაიმლერ კრაისლერის" ყველა ოფისი გაჩხრიკა - ეს იმ ძიების ნაწილია, რომლის მიხედვითაც გერმანიისა და შეერთებული შტატების მთავრობა, კომპანიას დიზელის ძრავიანი ავტომობილების, გამონაბოლქვის მონაცემების გაყალბებაში სდებენ ბრალს.პარალელურად, შტატების მთავრობამ, "დაიმლერის" პარტნიორ "ფიატ-კრაისლერის" მიმართ, იმავე ბრალდებით, საქმე უკვე სასამართლოში აღძრა და კომპანიას, შესაძლოა, 4,6 მილიარდი დოლარის ჯარიმა დაეკისროს. შედეგად,
წაკითხვა
სიუჟეტი
„საპარტნიორო ფონდის“ ჩინური პროექტები და მათი მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისთვის
ეკონომეტრი | 24 მაისი, 2017
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დღეს ჩინეთსა და სინგაპურში საქმიანი ვიზიტი შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში, შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია "სი-ეფ-სის-თან" ერთად შეიქმნა „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი.“ „საპარტნიორო ფონდი“ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში, "აბრეშუმის გზის" საერთაშორისო სავაჭრო პალატის გაერთიანების წევრი გახდა. ხელი მოეწერა ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაცია "სინოშუესთან". ჩინეთის გარდა საქმიანი შეხვედრები შედგა სინგაპურშიც. სტუმარი: დავით საგანელიძე - საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის ბაზარს შეისწავლიან
ეკონომეტრი | 24 მაისი, 2017
ქართული ღვინის ბაზრის შესწავლის მიზნით, ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი საქართველოს ეწვია. ჯგუფის ხელმძღვანელია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ამერიკული მარკეტინგული კომპანია „მარქ ენერჯის“ მმართველი ჯული პეტერსონი, ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის იმპორტიორები, სომელიეები და ღვინის მწერლები შედიან. ტურის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ. როგორც „მარქ ენერჯის“ ხელმძღვანელი აცხადებს, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მზარდია.
წაკითხვა
გადაცემა
"ეკონომეტრი", სრული ვიდეოვერსია, 24 მაისი, 2017
ეკონომეტრი | 24 მაისი, 2017
• USAID-ის და ISET-ის თანამშრომლობით ახალი პროგრამული აპლიკაცია შეიქმნა;• „საპარტნიორო ფონდის“ ჩინური პროექტები და მათი მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისთვის;• ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის ბაზარს შეისწავლიან;• „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩინეთსა და სინგაპურში საქმიანი ვიზიტი შეაჯამა;• გერმანიის პოლიციამ "დაიმლერ კრაისლერის" ოფისები გაჩხრიკა;• სააგენტო "მუდსმა" ჩინეთს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა;• პოპულარული სამოგზაურო გამოცემების ჟურნალისტები, საქართველოს შესახებ სტატიებს და ვიდეორგოლებს მოამზადებენ.
წაკითხვა
სიუჟეტი
USAID-ის და ISET-ის თანამშრომლობით ახალი პროგრამული აპლიკაცია შეიქმნა
ეკონომეტრი | 24 მაისი, 2017
იუესაიდისა და "აისეტის" თანამშრომლობით, ახალი პროგრამული აპლიკაცია შეიქმნა. ინოვაციური პროექტი „რეფორმეტრი“, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, თვალი ადევნონ რეფორმების განხორციელების პროცესს. თითოეული რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო გაატარებს, წელიწადში ორჯერ სპეციალური საბჭოს მიერ შეფასდება. პროექტის მთავარი მიზანია, რეფორმების პროგრესის ანალიზი და საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და დებატების შესაძლებლობა. 
წაკითხვა
გადაცემა
#ეკონომეტრი, 23 მაისი, 2017
ეკონომეტრი | 23 მაისი, 2017
• საერთაშორისო შეხვედრა ,„თანამედროვე შიდა აუდიტი - ახალი მიდგომები“ გაიმართა• 411 საჯარიმო ოქმი ერთ თვეში, გარემოს დაბინძურებისთვის• ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ს კონგრესს დღეს ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს• ბრიტანულმა კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე იაფი მზის სანათი შექმნა• თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა• რამდენად მორგებულია საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმა საერთაშორისო მოთხოვნებს - ჯუმბერ ფარცახაშვილი #ეკონომეტრში• #შრომისბაზარი პროფესია - გარემოს დაცვის ტექნიკოსი
წაკითხვა
სიუჟეტი
#შრომისბაზარი პროფესია - გარემოს დაცვის ტექნიკოსი
ეკონომეტრი | 23 მაისი, 2017
სამშაბათის ტრადიციული რუბრიკა ”შრომის ბაზარი” - ვის შეუძლია ნიადაგისა და გარემოს შეფასება და რამდენად აუცილებელია ასეთი კადრი ბიზნესისათვის - ანა მეზვრიშვილი გარემოს დაცვის ტექნიკოსის პროფესიაზე გვიამბობს, რომელსაც სტუდენტები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან. 
წაკითხვა
სტუმარი
რამდენად მორგებულია საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმა საერთაშორისო მოთხოვნებს - ჯუმბერ ფარცახაშვილი #ეკონომეტრში
ეკონომეტრი | 23 მაისი, 2017
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საყოველთაო ჯანდაცვა უკვე აღიარებულია მოსახლეობაში სიღარიბის აღმოფხვრისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იარაღად. ამასთან დადგინდა, რომ ჯანდაცვაში ინვესტირებული თითოეული ამერიკული დოლარიდან, ქვეყნებს 9-20  დოლარის ამონაგები უბრუნდებათ. რამდენად მორგებულია საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმა ამ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს თუ არა ქართული მედიცინა საერთაშორისო მოთხოვნებს. მედიცინის აკადემიური დოქტორი - ჯუმბერ ფარცახაშვილი #ეკონომეტრში
წაკითხვა
ფრაგმენტი
თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა
ეკონომეტრი | 23 მაისი, 2017
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა. ავლაბარში მდებარე ბუტიკი სასტუმრო  20 ნომრისგან შედგება. სასტუმროს 60 სტუმრის მიღება შეუძლია. ახალ სასტუმროში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. 
წაკითხვა

უახლესი