საზოგადოებრივი
104.5 FM
დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
g 215 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

საქმე, რომელსაც უკვე 17 წელია ვემსახურები, ეს ჩემი საქმეა. ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ სპორტული ჟურნალისტობის (პროდიუსერობა, კომენტატორობა, წამყვანობა) გარდა, საკუთარი თავი სხვა სფეროში ვერ წარმომიდგენია. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია "ტვ 4"-ის, "იბერია"-ს "ტელეიმედის", "ჯი–ემ–ჯი"-ს და "მეცხრე არხის" შემდეგ ჩემთვის მეექვსე ტელევიზიაა. 

ტელესივრცის გარდა, სხვადასხვა დროს რადიოჰოლდინგ "ფორტუნაში" ("ფორტუნა", "არ დაიდარდო", "ავტორადიო", "ფoრტუნა+") სპორტულ პროდიუსერად და წამყვანად ვმუშაობდი. 

რომ არა ჩემი პროფესია და სპორტის მიმართ უდიდესი სიყვარული და ინტერესი, დიდი ალბათობით რომელიმე ფეშენებელურ რესტორანში ან მინიმუმ ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროში, შეფ–მზარეულად მოგევლინებოდით. ძირითადი პროფესიის გარდა, ჩემი ჰობი და გატაცება, კულინარიაა.