საზოგადოებრივი
104.5 FM
გიგა გვენცაძე
ჟურნალისტი
g 23 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

გიგა გვენცაძე

განსაკუთრებით ფეხბურთის და ზოგადად სპორტის არანორმალურმა სიყვარულმა თავის ფეხით მიმიყვანა ტელევიზიაში. სპორტული გზა, დაახლოებით 25 წლის წინ, პირველი დამოუკიდებელი ქართული ტელევიზიით, "იბერვიზიით" დაიწყო. 

გამიმართლა, რომ გარდა "იბერვიზიისა", "იმედის" და "სილქ ტვ"-ის დაარსების მოწმე და თანამონაწილე ვიყავი. 

სხვადასხვა დროს პირველ არხზეც და აქვე, რადიოშიც მომიწია ყოფნა და კარგად ვიცი, რომ აქ მუშაობა განსაკუთრებული ტვირთია. ისევე როგორც ყველას, ჩვენც, ჩვენი საქმე ზოგჯერ ისე გამოგვდის როგორც გვინდა, ზოგჯერ კი არა. 

აი ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - სპორტი ჩვენთვის მხოლოდ სამასახური არ არის.