საზოგადოებრივი
104.5 FM
დემეტრე ერგემლიძე
წამყვანი
g 1 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

ჩემს შესახებ... პირველად მედიაში 16 წლის ასაკში მოვხვდი, ჯერ კიდევ მეათეკლასელი ამიყვანეს საინფორმაციო სააგენტოში სტაჟიორად, სადაც მედიის შესახებ ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. მგონი, იმაზე გულმოდგინე აღმოვჩნდი, ვიდრე თვითონ მეგონა... მას შემდეგ გრძელი გზა გავიარე, საკუთარი შესაძლებლობები თითქმის ყველგან მოვსინჯე, პრესაში, რადიოში, სოციალურ მედიაში და ტელევიზიაშიც. 

პირველად „პირველ არხზე“ გადაცემა „პილოტით“ მოვხვდი. შეიძლება ითქვას, მე და ტელევიზიამ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, მე - ჩემთვის საყვარელი საქმე, ტვ-მ კი ერთი მუდმივად სრულყოფაზე ორიენტირებული ჟურნალისტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, გადაცემა „ფერმის“ კორესპონდენტი გახდა...  

ახლა „ფერმაში“ ვარ და ვთვლი, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ! ისე, კი დიდი მოკირკიტე კაცი ვარ და ყველაფრის ორიგინალური კუთხით დანახვა და რაღაც ისეთის აღმოჩენა მიყვარს, ჩემამდე სხვას რომ არ დაუნახავს... 

„პირველი არხი“ ჩემთვის სიტყვა მშობლიურთან ასოცირდება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „ისიც“ და მეც  უკეთესები გავხდეთ... უფრო კონკრეტულად ჩემს შესახებ კი იხილეთ ქვემოთ: 2007-08 წ.წ. - საინფ. სააგენტო „GHN“  - ჟურნალისტი; 2009-10 წ.წ. - საინფ. სააგენტო „ექსპრესნიუსი“ - ჟურნალისტი, კორექტორი, რედაქტორი; 2010 წ. - ტელეკომპანია „რეალ TV“ - კორესპონდენტი; 

2011-12 წ.წ. -საზოგადოებრივი მაუწყებელი - პროდიუსერის ასისტენტი, პროდიუსერი; 2011-12 წ.წ. - „პალიტრა TV“ – ჟურნალისტი, მემონტაჟე; 2012-13 წ.წ. – „რადიოქალაქი“- წამყვანი; 2013 წ. - თბილისის მერია - ოპერატორი, მემონტაჟე; 2014 წ. - დღემდე - „პირველი არხი“ - ჟურნალისტი.