საზოგადოებრივი
104.5 FM

სერიალი - მთავრობა (12)

"მთავრობა" (12) Emmy-ის ჯილდოს მფლობელი - საუკეთსეო პოპულარული პოლიტიკური სერიალია.

დანიურ სერიალში ასახულია პოლიტიკოსი ქალის ბირგიტეს (Birgitte Nyborg) ცხოვრება, პოლიტიკური კონფლიქტები, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობათ ჟურნალისტებს.

სიუჟეტი თანამედროვე დანიაში ვითარდება. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იცვლება, არჩევნებში ბირგიტეს პარტია იმარჯვებს, შემდეგ ის პირველი ქალი პრემიერმინისტრი ხდება.

ქალი სახელმწიფო მოღვაწე წარმატებული მმართველია, რთულ გამოწვევებს მტკიცე ხასიათის წყალობით უმკლავდება, თუმცა ცხოვრება სრულყოფილი არ არის, ხშირად იგი თავისივე პარტიის, ოპოზიციის, სხვა ქვეყნების ლიდერების და საკუთარი ოჯახის მხრიდან ზეწოლას განიცდის.

წარმატებული კარიერის პარალელურად, ბირგიტე ახერხებს იყოს კარგი ცოლი და დედა, თუმცა ზოგჯერ აქაც აქვს პრობლემები - ქმართან კონფლიქტი, დაძაბული ურთიერთობა შვილებთან.

ფილმი ასახავს ძალაუფლების ფსიქოლოგიას, თუ როგორ იცვლება მთავარი გმირების ხასიათი და პირადი ცხოვრება, წარმატებული კარიერის ფონზე.


43

უახლესი