საზოგადოებრივი
104.5 FM

შაბათს საღამოს ლიზასთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშია ახალი მუსიკალური პროექტი "შაბათს საღამოს ლიზასთან", 22:00 საათზე.

გადაცემის წამყვანი - ლიზა ბაგრატიონი.

გადაცემას სტუმრობენ ცნობილ მომღერლები, რომლებიც წამყვანთან ერთად ყურადღებას ამახვილებენ ისეთ საკითხებზე, რაც ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი და საფუძვლიანად მიმოიხილავენ.

ინტერვიუს პარალელურად, გადაცემის გმირი ბენდთან ერთად ასრულებს ხუთ სიმღერას, უმეტესად ამ სიმღერების ახალ ვერსიებს, ახლებური ჟღერადობით. ზოგჯერ გადაცემის წამყვანი სტუმართან ერთად დუეტში მღერის.

გადაცემა შედგება ორი ნაწილისგან. დასაწყისში წამყვანი და სტუმარი მანქანაში ხვდებიან ერთმანეთს, მოძრაობენ ქალაქში და საუბრობენ სხვადასხვა საინტერესო, მნიშვნელოვან თემებაზე - სოციალურ, ეკოლოგიურ და კულტურულ სფეროებზე; მღერიან კარაოკეს თანხლებით, რაც სახალისოს ხდის გადაცემას.

შემდეგ გადაცემა სტუდიაში გრძელდება, სადაც წამყვანს და სტუმარს აუდიტორია და მუსიკალური ბენდი ხვდება. დიალოგი გრძელდება, შესრულდება ქართული სიმღერები, ბენდთან ერთად.

3985

უახლესი