საზოგადოებრივი
104.5 FM

სერიალი - შურისძიება (12)

მას ყველაფერი აქვს, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება, მაგრამ ბავშვობაში გადატანილმა ტკივილმა სიმშვიდე დააკარგვინა. ამანდა კლარკი (Amanda Clarke) ახალგაზრდა, ლამაზი და გავლენიანი ქალია, რომელსაც  შურისძიება ამოძრავებს.

ის ქალაქში სხვა სახელით ბრუნდება და იმ ადამიანებს დაუახლოვდება, რომლებმაც მამამისი დევიდ კლარკი (David Clarke) დაღუპეს. დევიდს ჯერ ცილი დასწამეს, შემდეგ გაასამართლეს და დააპატიმრეს. უდანაშაულო კაცი ციხეში გარდაიცვალა. მას შინ 9 წლის გოგონა ელოდებოდა, რომელსაც მთელი სამყარო თავზე დაენგრა.  

ამ ბოროტების ჩამდენმა ადამიანებმა ცხოვრება მშვიდად და ბედნიერად განაგრძეს... მაგრამ დაუსჯელი არავინ დარჩენილა. ჩადენილი ცოდვისთვის, ადრე თუ გვიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამანდა გრეისონების გავლენიან და ყოვლისშემძლე ოჯახს სასჯელად მოევლინა.