საზოგადოებრივი
104.5 FM

დღეები და ღამეები

პროექტ "დღეები და ღამეების" გამარჯვებული რეჟისორები უკვე გამოვლინდნენ, შესარჩევი კონკურსი დასრულდა.

სულ 74 საკონკურსო განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან მეორე ტურში 44 გადავიდა. საკონკურსო მოთხოვნების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ კინოსცენარები, საწარმოო გეგმა და სარეჟისორო ხედვა. ეს პირობები მხოლოდ 36-მა მათგანმა დააკმაყოფილა. კომისიის წევრებმა სერგო გვარჯალაძემ, გიორგი ვასაძემ, ლელა ოჩიაურმა, კონსტანტინე ჯანდიერმა და დავით ჯანელიძემ 36 კონკურსანტი რეჟისორიდან 10 გამარჯვებული გამოავლინეს.

როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს, ყველა კონკურსანტის ნამუშევარი იყო მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული, თუმცა უმთავრესი შესარჩევი კრიტერიუმი გახლდათ ორიგინალური სარეჟისორო ხედვა და ოპტიმალური საწარმოო გეგმა.  

საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა კონკურსანტს დიდ მადლობას უხდის მონაწილეობისთვის და მომავალშიც გეგმავს მათთან თანამშრომლობას. გამარჯვებულებს გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ.  

გამარჯვებული რეჟისორები არიან:

1. გიორგი თავართქილაძე

2. ივანე ფეზუაშვილი 

3. გიორგი მუხაძე 

4. გიორგი ვარსიმაშვილი 

5. ოთარ შამათავა 

6. გიორგი ბარაბაძე 

7. მაია კიკაბიძე 

8. ზურაბ დემეტრეშვილი 

9. სანდრო ჯანდიერი 

10. ქეთი მაჭავარიანი

გამარჯვებულ რეჟისორებს გთხოვთ მობრძანდეთ სამშაბათს, 3 მაისს, 15:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში.


საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს, აკა მორჩილაძის სცენარების მიხედვით იქმნება ფილმი-სერიალი - ერთ იდეაში გაერთიანებული ათი სხვადასხვა ამბავი, ათი დამოუკიდებელი სერია.

აკა მორჩილაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ფილმი-სერიალი შედგება ათი სხვადასხვა სიუჟეტისგან. შესაბამისად, ათი დამოუკიდებელი სერია ათ სხვადასხვა ამბავს მოგვითხრობს. სცენარებში ძირითადად ასახულია 1960-90 წლების საზოგადოების ყოფა-ცხოვრება. თითოეული სერიის ქრონომეტრაჟი 45-52 წუთია.  

სსმ აცხადებს კონკურსს კინორეჟისორებისთვის. გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან:

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის კრეატიული ბლოკის დირექტორი სერგო გვარჯალაძე 

2. ტელეფილმების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვასაძე

3. დოკუმენტური სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი 

4. კინომცოდნე ლელა ოჩიაური 

5. რეჟისორი დავით ჯანელიძე 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე (18 მარტიდან 25 მარტამდე) უნდა წარმოადგინონ: 

1) ავტობიოგრაფია

2) ფილმოგრაფია

3) განათლების დამადასტურებელი მოწმობა (რეჟისორის დიპლომი)

4) ერთი ნამუშევრის (ფილმის) ელექტრონული ვერსია

მეორე ტურში გადასული კონკურსანტების ვინაობა გამოცხადდა 29 მარტს.  

 ა.წ. 28 მარტს  საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიმართა ტელესერიალ "დღეები და ღამეების" შემოქმედებითი ჯგუფის და კომისიის წევრების სხდომა. 

კომისიის წევრებმა განიხილეს კონკურსის პირველ ეტაპზე შემოსულ მონაწილეთა დოკუმენტაცია, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია, შეავსეს და გადმოაგზავნეს აპლიკაცია, გადაღებული ფილმების სია და თავიანთი ბიოგრაფია. 

მონაწილეთა რაოდენობა სულ 73 კონკურსანტს შეადგენდა, რომელთაგან შემდეგ ეტაპზე გადავიდა 44 მონაწილე, ესენია:

1. ზაზა რუსაძე

2. ხათუნა ხუნდაძე 

3. ვახტანგ ჯაჯანიძე

4. სალომე ვეფხვაძე

5. გიორგი ხეჩუაშვილი

6. მარიამ გულბიანი

7. გიორგი თავართქილაძე

8. გაბრიელ რაზმაძე

9. მარგო ზუბაშვილი

10. ზაზა მერაბიშვილი

11. გიორგი ქავთარაძე

12. ივანე ფეზუაშვილი

13. ქეთი მაჭავარიანი

14. გიორგი მუხაძე

15. გიორგი ვარსიმაშვილი

16. იოსებ ბლიაძე

17. მარია სიჩანინ

18. ზურაბ მდინარაძე

19. თამარ ბუთურიშვილი

20. გრიგოლ აბაშიძე

21. გურაბ შარაშენიძე

22. დავით ქემხაძე

23. ლევან ლომჯარია

24. ოთარ შამათავა

25. გიორგი ბარაბაძე

26. გურამ ბაქრაძე

27. ლაშა გიორგი ცქვიტინიძე

28. მაია კიკაბიძე

29. მამუკა ახალაია

30. ლელა წიფურია

31. ლუკა ბერაძე

32. გოგა ციკოლია

33. გია ცინცაძე

34. გიორგი აბაშიშვილი

35. ირაკლი სხირტლაძე

36. ზურაბ დემეტრეშვილი

37. მზია მანჯავიძე

38. მიხეილ მრევლიშვილი

39. მარიამ ქაცარავა 

40. კოტე ჩლაიძე

41. სოფიო ჭინჭარაული

42. რუსუდან პირველი 

43. სანდრო ჯანდიერი

44. ალექსანდრე ქვირია 

I ტურის მონაწილეთა შესარჩევ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

საზოგადოებრივი მაუწყებლის კრეატიული ბლოკის დირექტორი სერგო გვარჯალაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი გიორგი ვასაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი კონსტანტინე ჯანდიერი

კინომცოდნე ლელა ოჩიაური

კინორეჟისორი დავით ჯანელიძე

პროექტის პროდიუსერი ნათია წულაძე

მეორე ტურის საკონკურსო პირობებია:

1) 12 ლიტერატურული სცენარიდან მინიმუმ ერთის და მაქსიმუმ სამის ამორჩევა 

2) რეჟისორის ხედვის ჩამოყალიბება (2-3 გვერდზე)

3) სარეჟისორო სცენარის შექმნა (კადრირების თანხლებით) 

4) საწარმოო პროცესის განრიგი (უშუალოდ გადაღებების) გაწერილი არაუმეტეს 10 გადაღებისა დღეზე  

5) მეორე ტურში გადასულ კონკურსანტებს ინფორმაცია და სცენარები მიეწოდებათ 29 მარტს წარმოდგენილ ელ.ფოსტაზე

6) გთხოვთ, დაიცვათ კონფიდენციალურობა და სცენარები არ გაასაჯაროოთ

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა არის 2016 წლის 22 აპრილი. 

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 29 აპრილს. 

გამოვლინდება ათი გამარჯვებული სარეჟისორო სცენარი, რომლის გადაღების ტექნიკურ და საორგანიზაციო მხარეს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო შერჩეულ რეჟისორებთან გაფორმდება საჰონორარო ხელშეკრულება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. 

დამატებითი ინფორმაცია: გამარჯვებული რეჟისორები, ასევე, იქნებიან სცენარის თანაავტორებიც. 

პრესკონფერენცია, ამ თემასთან დაკავშირებით, გაიმართება 18 მარტს, პარასკევს, 12:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. მისამართი - კოსტავას ქ.68. საკონტაქტო ტელეფონი - 2 409 477.


19795

უახლესი