საზოგადოებრივი
104.5 FM

ვექტორი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე.

2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა: "საქართველო გახდება NATO-ს წევრი". დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო ფლობს ყველა საჭირო ინსტრუმენტს ალიანსში გასაწევრიანებლად. მაგალითად, ეფექტურად მუშაობს NATO - საქართველოს კომისია; წარმატებით ვასრულებთ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას; საქართველო ოფიციალურად არის ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და სარგებლობს "არსებითი პაკეტით". 

რა არის NATO, როგორ ვითარდება ქვეყანა, რამდენად დამაკმაყოფილებელია ინტეგრაციის ტემპი, რა მიღწევები გვაქვს და რა წინააღმდეგობები გვხვდება საგარეო და საშინაო ფრონტებზე, ვატარებთ თუ არა სათანადო რეფორმებს.

არა მხოლოდ ალიანსში, არამედ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსაც ეხება გადაცემა - "ვექტორი", რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 22:30 საათზე გადის. გადაცემის სტუმრები არიან კომპეტენტური პირები, რომლებთანაც ავტორები - ირაკლი ტაბლიაშვილი და გიორგი ცხვიტავა საუბრობენ, "ვექტორის" დასკვნით და მთავარ ნაწილში. 

ინტერვიუების ფორმა საგანმანათლებლო, ინფორმაციულია, თუმცა ცალკეულ რესპონდენტებთან "მძიმე საუბარიც" მიმდინარეობს...