ადამიანი კამერით

წინასწარ შერჩეული 12 მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფი ერთმანეთს სხვადასხვა დავალების შესრულებაში შეეჯიბრება . 

პირველ ტურში წყვილებად დაყოფილი ფოტოგრაფები გადაიღებენ ფოტოებს თემებზე: სინათლე, გარემო, ადამიანი, სიშიშვლე, მოქმედება, ზღვარი.

მათ ნამუშევრებს შეაფასებენ მენტორები, ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და ხელოვნებათმცოდნე მაკა კუკულავა, რომლებიც კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი 3 ფოტოდან შეარჩევენ საუკეთესოს, ხოლო შემდეგ ირჩევენ გამარჯვებულს.

მონაწილეების მიერ შესრულებული ფოტოსურათების გამოფენა მოეწყობა კინოთეატრ "ამირანის" ფოიეში.

მომდევნო ტურში ყოველი წყვილიდან ერთი ადამიანი გადავა. მეორე ტურში გადასული 6 მონაწილე ისევ შეეჯიბრება ერთმანეთს.  

მესამე ტურში გადასული ფოტოგრაფების ნამუშევრები გამოიფინება ალტერნატიულ სივრცეში და ამ ეტაპის საუკეთესო ფოტოგრაფი გამოცხადდება გამარჯვებულად.

პროექტის ავტორები: სერგი გვარჯალაძე და თემო კვირკველია;

წამყვანი: თემო კვირკველია.



4725
1

უახლესი