საზოგადოებრივი
104.5 FM

წიგნების თარო

"წიგნების თარო" მესამე სეზონისთვის რეგისტრაციას იწყებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა უნდა გაიარონ ორი ეტაპი
1. სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (დირექტორი, მასწავლებელი) უნდა დაარეგისტრიროს სამი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი.
2. დარეგისტრირებული სკოლებიდან გადაცემაში მონაწილე 32 გუნდს შეარჩევს გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი პირადი გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრება დაინიშნება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (რეგიონების სკოლების გუნდებისთვის დასაშვებია გასაუბრება ონლაინ რეჟიმში).
სკოლას აქვს მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება.
გუნდის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს
1. იყოს 15-16 წლის რეგისტრაციის მომენტში
2. იყოს წარმდგენი სკოლის მოსწავლე.
რეგისტრაცია გრძელდება 22 თებერვლამდე.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

“წიგნების თარო” ორიგინალური ქართული ტელეთამაშია, რომლის მონაწილეებიც 15-16 წლის მოზარდები არიან. პროექტის თემატიკას მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს და შესაბამისად გამარჯვებისთვის მთავარი არის წიგნიერება. შეჯიბრში მონაწილეობს, სამ-სამი მოთამაშით დაკომპლექტებული, ორი სკოლის გუნდი. შეჯიბრი 7 რაუნდისგან შედგება, რომელთაგან ერთი გულშემატკივრების რაუნდია. ყველაფერი კი ბლიც-ტურით სრულდება. ასევე, თამაშში მონაწილეობს მოწვეული სტუმარიც, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, რომელიც რიგ შემთხვევებში მოთამაშეების დახმარებას ცდილობს.

პირველი არხი პროექტის მონაწილეებს სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, გამარჯვებულ გუნდს კი  2 კვირით დიდი ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში გაგზავნის!

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე!

28856

უახლესი