საზოგადოებრივი
104.5 FM

მუსიკო♫ლოგოსი

XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ხელოვნება გამოხატვის განსაკუთრებით რადიკალურ ფორმებს მიმართავს, ეს შეეხო მუსიკასაც. ამ დროს, ჩვენს ქვეყანაში, საბჭოთა რეჟიმი კრძალავდა, ან ებრძოდა ყველაფერს პროგრესულს, რაც ასოცირდებოდა დასავლურ თანამედროვე კულტურასთან. ამ გადაცემით ვეცდებით, მაყურებელს გავაცნოთ "გამოტოვებული" პერიოდი, ვაზიაროთ თანამედროვე მუსიკაში მიმდინარე პროცესებს (თუ რა იქმნება დღეს, რა ხაზით ვითარდება კლასიკური მუსიკა). მიზეზთა გამო, ასევე, "გამოტოვებული" იქნა შუა საუკუნეების სასულიერო, საერო მუსიკა, რენესანსი, ხოლო ბაროკო დამახინჯებული სახით დამკვიდრდა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყველა ეს ზემოაღნიშნული ეპოქა და მიმდინარეობა ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცევა, შეფასდება დღევანდელი გადმოსახედიდან: რა ზეგავლენას ახდენს ყოველივე ეს მეინსტრიმზე, პოპკულტურაზე, ხელოვნების სხვადასხვა დარგზე და არსებულ სოციუმზე. 

გადაცემაში იქნება საინტერესო შერწყმა პროფესიონალი კომპოზიტორისა და შემსრულებლის შეხედულებებისა, რომლებიც ხანდახან არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც გამოიწვევს საინტერესო დისკუსიას. 

გადაცემის ავტორები და წამყვანები - ნინო ჟვანია და არჩილ გიორგობიანი