საზოგადოებრივი
104.5 FM

ინტერVIEW

წამყვანი - სალომე ასათიანი.

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების"ერთობლივი სატელევიზიო პროექტი „ინტერVIEW“ ჟანრული თვალსაზრისით წარმოადგენს სიღრმისეულ ინტერვიუს - პირებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გადაცემის ფუნქცია არის ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლი და საზოგადოების მიუკერძოებელი ინფორმირება, ე.წ. გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის სერიოზული კითხვების დასმა და ამით მოქალაქეების წინაშე მათი ანგარიშვალდებულების წარმოჩენა.

რესპონდენტები, ძირითადად, იქნებიან პოლიტიკური ლიდერები და ფიგურები ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ასევე, რიგ შემთხვევებში უცხოეთის იმ ცენტრებიდანაც (ბრიუსელი, ვაშინგტონი...), რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაზე. საუბრის მსვლელობისას დაისმება მწვავე კითხვები და აუდიტორიას მიეწოდება საკითხების ის ფართო კონტექსტი, რომლებიც მიმდინარე, ყოველდღიური ახალი ამბების გაშუქებისას, როგორც წესი, ყურადღების მიღმა რჩება. 

პოლიტიკური ფიგურების გარდა, გადაცემას ესტუმრებიან საზოგადოების აქტიური პირები, მკვლევარები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ინტერVIEW“ გამოეხმაურება, როგორც მიმდინარე, მწვავე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს, ასევე სოციო-კულტურულ პრობლემატიკას. რელიგიის თემა, შემწყნარებლობის დეფიციტი, ქალთა და გოგონათა უფლებები, უმცირესობების მდგომარეობა - ეს საკითხებიც გადაცემის თემატიკას წარმოადგენს.

„ინტერVIEW“ მოიცავს უფლება-ვალდებულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიო „თავისუფლებას" თანაბრად აქვთ გადანაწილებული. გადაცემა ეთერში 2015 წლის 10 დეკემბრიდან გადის.

28012

უახლესი