საზოგადოებრივი
104.5 FM

სიტყვების თამაში

"სიტყვების თამაში" არის საოჯახო, გასართობი შოუ.  გადაცემაში ორი ოჯახი ერთმანეთს ქართული ენის ცოდნაში ეჯიბრება. შოუში მონაწილე თითოეული გუნდი (ოჯახი) სამი წევრისგან შედგება.

გადაცემა იყოფა რამდენიმე რაუნდად. თითოეულ რაუნდს თავისი განსაკუთრებული წესები აქვს და მონაწილეებისგან მოითხოვს ქართული ენის კარგად ცოდნას, ზოგად განათლებასა და სისხარტეს. ყველა ეტაპი ფასდება ქულებით, გამარჯვებული სწორედ დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება.

წაგებულ გუნდს საჩუქრად გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი. მოგებული გუნდი მთავარი პრიზის მოსაპოვებლად, შემდეგ ეტაპზე განაგრძობს ბრძოლას. მთავარი პრიზის მფლობელი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება. მეორე ადგილზე გასული გუნდი კი ფასიანი პრიზით დაჯილდოვდება.

თამაშში მონაწილეობის წესები
გადაცემაში მონაწილეობს ოჯახის სამი წევრი. აუცილებელია გუნდში წარმოდგენილი იყოს დედა, ან მამა. გუნდის კაპიტნის ასაკი განისაზღვრება 9-დან 14 წლამდე. ოჯახის მესამე წევრის სტატუსი შეზღუდული არ არის, მთავარია მისი ასაკი აღემატებოდეს 9 წელს.
აუცილებელია, ოჯახი წარმოდგენილი იყოს ერთი გვარით (მამის, ან დედის).                           
შერჩევის კრიტერიუმი სამი ძირითადი კომპონენტით განისაზღვრება ქართული ენის ცოდნა, ზოგადი განათლება, სისხარტე და აზარტი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე.


31372

უახლესი