საზოგადოებრივი
104.5 FM

პირადი ექიმი - მარი მალაზონია

ყოველდღიური სამედიცინო თოქ-შოუ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია" პირველი არხის პირდაპირ ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 11.00-მდე. წამყვანი - მარი მალაზონია, ექიმი-ნუტრიციოლოგი; თანაწამყვანი - თეა ადამია, ექიმი-რეაბილიტოლოგი.

თოქ-შოუ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება. მაყურებელი გადაცემაში შეხვდება სხვადასხვა დარგის საუკეთესო ექიმებს, მოისმენს ყველაზე მარტივ, საჭირო და ხელმისაწვდომ პრაქტიკულ რჩევებს. მაყურებელი სიუჟეტებში ნახავს კონკრეტული ადამიანის ისტორიას, საზოგადოების გამოკითხვას, დაავადების გავრცელების სურათს, ან კვლევის უახლეს მეთოდს; შეიტყობს სამედიცინო სიახლეს, ისწავლის ვარჯიშს და კვებას „შუქნიშნის“ პრინციპით, სხვადასხვა დაავადების შესაბამისად.

გადაცემის წამყვანი, თანაწამყვანები და სტუმრები პირდაპირ ეთერში და Facebook-ის გვერდზე უპასუხებენ მაყურებლის კითხვებს.