საზოგადოებრივი
104.5 FM

უცნობი მუსიკა

პროექტის ავტორი - კახა თოლორდავა. 
წამყვანები: კახა თოლორდავა, გია ხადური. 

ხარისხიანი მუსიკის მოძებნა ვირტუალურ სივრცეში სულ უფრო გაძნელდა, კარგი მუსიკის დიდი ნაწილი უგზო-უკვლოდ არის „დაკარგული" და მხოლოდ პატარა, დაინტერესებული ჯგუფებისთვის არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, „დაკარგული", თუ „უცნობი" მუსიკა სავსეა ექსპერიმენტებით, ახლის აღმოჩენის სურვილით. გადაცემა „უცნობი მუსიკა" სწორედ ასეთ მუსიკას შესთავაზებს მსმენელს. მუსიკას, რომელიც იქმნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დაწყებული იაპონიიდან, დასრულებული აფრიკის ქვეყნებით; იმ ადამიანების მიერ, ვისთვისაც მუსიკა მხოლოდ გართობის წყარო არ არის. ეს არ იქნება კომერციულ, „ადვილად გასაგებ" თუ „ადვილად აღსაქმელ" პროდუქციაზე დაფუძნებული გადაცემა, არამედ ბევრისთვის „ძნელად მოსასმენი" მუსიკა, რომლის ფესვებიც ღრმად არის გადგმული სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში. 

გადაცემის ძირითადი დრო ისეთ მუსიკას დაეთმობა, რომელიც სრულიად არის მოცილებული ე.წ. „მეინსთრიმს" და მის მიღმა ეძებს მსმენელს. ასეთი მუსიკის მსმენელი კი ძირითადად, მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდები არიან, მუსიკოსები, თუ „არამუსიკოსები", მაგრამ აუცილებლად მუსიკაში კარგად გათვიცნობიერებული ადამიანების ჯგუფი, ვისაც მიაჩნია, რომ კარგი მუსიკა არ არის მხოლოდ წარსულისა და ნოსტალგიის საკუთრება. მათ იციან, რომ როგორც ყველაფრის ახლის და ხარისხიანის, ახალი მუსიკის აღმოსაჩენად და გასაგებადაც აუცილებელია გარკვეული ძალისხმევა, რათა მომავალში მუსიკა არ გახდეს მხოლოდ გართობის ინსტრუმენტი მილიონებისათვის და შეეძლოს ახალი აკუსტიკური იდეების გენერირება. ახალი აკუსტიკური იდეები კი ახალი ტიპის მსმენელის გაჩენას გულისხმობს.

18217

უახლესი