საზოგადოებრივი
104.5 FM
738

ვასილ მაღლაფერიძე - ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შერჩევით პირველი არხის ცხოვრებაში რამე კი არ დასრულდა, არამედ ძალიან დიდი პროცესი დაიწყო

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 14:07:00

დღეს ისტორიული დღეა, რადგან ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შერჩევით პირველი არხის ცხოვრებაში რამე კი არ დასრულდა, არამედ ძალიან დიდი პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ალბათ, მაქსიმუმ სამ წელიწადში, პირველ არხს ახალი შენობა ექნება, რომელიც მთლიანად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს.

„როგორც ცალკე კომპონენტი, შესაძლოა, გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადაიარაღებას. ტექნიკური თვალსაზრისით, პირველი არხი ჩამორჩენილი იყო და არ შეესაბამებოდა იმ შესაძლებლობებს, რაც ამ ტელევიზიაში არსებობს, თუმცა ამ ტელევიზიაში არსებობს ძალიან დიდი შესაძლებლობები. 

პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებით გავიარეთ. ჩვენ გვსურდა, ამ პროცესში საზოგადოება მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული, ვინაიდან თავისი შინაარსით ეს არხი არის საზოგადოების კუთვნილება და, ვფიქრობ, პროცესი ძალიან კარგად და საინტერესოდ მიდის. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს ღირსეულად გავართმევთ თავს.

რაც შეეხება პროექტს, სამივე კომპანიას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა „თბილქალაქპროექტს“ მიანიჭა უპირატესობა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი სხვა პარამეტრებითაც სხვებზე უკეთესი აღმოჩნდა. გამარჯვებული პროექტი რამდენიმე პარამეტრის მიხედვით უნდა შერჩეულიყო. მე ნებისმიერი პროექტის გამარჯვება გამიხარდებოდა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა.

ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა  - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11127.

გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.

პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა.

პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია. 

8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს
ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის პროექტი ხმის მიცემით შეირჩევა - ხმის მიცემა 1tv.ge-ზე რამდენიმე დღეში დაიწყება
პირველი არხის ახალი შენობის პროექტი ხმის მიცემით შეირჩევა - ხმის მიცემა 1tv.ge-ზე რამდენიმე დღეში დაიწყება
პირველი არხი, ისტორიაში პირველად,  საზოგა
წაკითხვა
თანამედროვე შენობა, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ღია კაფეები - ვანში არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა შენდება
თანამედროვე შენობა, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ღია კაფეები - ვანში არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა შენდება
თანამედროვე შენობა, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ღია კაფეები - ვანში არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა შენდება. 
წაკითხვა
ქუთაისში ცენტრალური არქივის ახალი შენობა 12 ივლისს გაიხსნება
ქუთაისში ცენტრალური არქივის ახალი შენობა 12 ივლისს გაიხსნება
ქუთაისში ცენტრალური არქივის ახალი შენობა
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეს არის დღევანდელი ღონისძიების არსი
ვასილ მაღლაფერიძე - უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეს არის დღევანდელი ღონისძიების არსი
უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით,-
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ მოახერხოს საზოგადოების სწორად ინფორმირება
ვასილ მაღლაფერიძე - მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ მოახერხოს საზოგადოების სწორად ინფორმირება
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეროვნული თავდაც
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - დიახ, მაუწყებლის ჟურნალისტები ღირსეულ პირობებში იმუშავებენ, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ და ღირსეულ პროდუქტს დადებენ
ვასილ მაღლაფერიძე - დიახ, მაუწყებლის ჟურნალისტები ღირსეულ პირობებში იმუშავებენ, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ და ღირსეულ პროდუქტს დადებენ
2018 წელს გვექნება მნიშვნელოვნად განახლებ
წაკითხვა
სპორტული არხი, ახალი ვებპლატფორმა,
სპორტული არხი, ახალი ვებპლატფორმა, "თვითმმართველობა 2017" - მნიშვნელოვანი პროექტები საზოგადოებრივზე
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს დიდი განახლება. იცვლება მთლიანად ბადე, შემოდის ახალი გ
წაკითხვა