საზოგადოებრივი
104.5 FM
7576

დეპუტატი ირაკლი ხახუბია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია 2017-10-13 13:58:00

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბაი შვილის, ბექა ხახუბიას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპვათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს.

"2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად გარდაიცვალა ჩემი შვილი ბექა ხახუბია.  მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის  მამა და არა როგორც პარლამენტარი. ჩემი შვილის  დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას.

გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც სამწუხაროდ შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს - გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად  გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს,  გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით  აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების  შანსი აღარ ჰქონდა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით (რეფლექტორით) აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიიციის მხრიდან, რისთვისაც სხვათაშორის, პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე. ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.

ჩატარებული ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გვირაბთან ტრაილერის ამგვარი განლაგების პირობებში, მძღოლი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრებდა რეაგირებას.

ჩვენს ოჯახს არც წინასწარი შეფასებები, არც ემოციური განცხადებები არ გაუკეთებია. ჩვენი დარდი და ტკივილი გვაქვს და ბექას პატარა შვილს ვცდილობთ უმამობა არ ვაგრძნობინოთ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს. ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს!

ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე შემდგომში განცხადებების გაკეთებას და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ბექას ხსოვნას, პატივი სცენ დამწუხრებულ ოჯახს და თავი შეიკავონ  სპეკულაციებისა და მანიპულირებისგან. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას",-ნათქვამია ირაკლი ხახუბიას განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
გორის რაიონის სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, პატრულის თანამშრომლების ნუკრი ხაბელაშვილის, ზურაბ რუსიშვილისა და გია სადაღა
წაკითხვა
საქართველოს საგარეო უწყება - ყველა ნაბიჯი იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და სოსო ოსორაულის ოჯახის წევრების ჩართვის არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს
საქართველოს საგარეო უწყება - ყველა ნაბიჯი იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და სოსო ოსორაულის ოჯახის წევრების ჩართვის არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კო
წაკითხვა
CIA-ის დირექტორი - ირანი თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოსგან დიდად არ განსხვავდება
CIA-ის დირექტორი - ირანი თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოსგან დიდად არ განსხვავდება
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა მაიკ
წაკითხვა
 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველო მიუღებლად მიიჩნევს ესპანეთის სამეფოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველო მიუღებლად მიიჩნევს ესპანეთის სამეფოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუ
წაკითხვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - თბილისისა და NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - თბილისისა და NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 10-11
წაკითხვა
მოქალაქე ირაკლი ხოფერიას შესაძლო წამების ფაქტზე პროკურატურამ საქმე შეწყვიტა
მოქალაქე ირაკლი ხოფერიას შესაძლო წამების ფაქტზე პროკურატურამ საქმე შეწყვიტა
მოქალაქე ირაკლი ხოფერიას შესაძლო წამების ფაქტზე პროკურატურაში  სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებები - გიორგი მარგველაშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს
საკონსტიტუციო ცვლილებები - გიორგი მარგველაშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები  განცხადებას ავრცელებენ
წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ
წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 
წაკითხვა