საზოგადოებრივი
104.5 FM
399

გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა ბიზნესის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეკონომიკაში არსებული ზრდის დინამიკა და შესაძლებლობები

გამოქვეყნებულია 2017-10-13 13:18:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა ბიზნესის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ სამშენებლო სფეროში, ზოგადად ეკონომიკაში არსებული ზრდის დინამიკა და შესაძლებლობები.

მთავრობის მეთაურმა ბეტონის ფილების მწარმოებელი ახალი საწარმოს გახნისაზე სიტყვით გამოსვლისას მშენებლობის სექტორში არსებულ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთლიანად ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა.

„2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ დავასრულებთ 36%-იანი ზრდით მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში, ხოლო 2018 წელი, 2016 წლის ბაზასთან შედარებით არის 89%-იანი ზრდა, ანუ ინფრასტრუქტურის ხარჯების თითქმის გაორმაგება. მილიარდ 830 მილიონი ლარის ხარჯი არის ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მარტო სახელმწიფოს მხრიდან. ამას უკვე დაემატება კერძო სექტორის მზარდი დინამიკა და, ანალიზის შედეგად, რომლის ნახვაც ყველა თქვენგანს შეუძლია, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი დღეს კერძო სექტორს ეკუთვნის. ანუ, ეს ზრდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მოტანილი არ არის.

აქედან გამომდინარე, 89%-იანი ზრდა შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, გაცილებით დიდ ეფექტს მოიტანს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების კუთხით. თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები შენდება, ასევე დასრულდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული იურიდიული პროცესი, ფინანსურ ინსტიტუტებთან საქმე თითქმის ბოლომდეა მისული და დეკემბერში მშენებლობა დაიწყება, ეს კიდევ უფრო დიდ დინამიკას მოიტანს. შესაბამისად, ასეთი ტიპის საწარმოების პროდუქციაზე იქნება გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნა", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყველა ბიზნესმენს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა და შესაძლებლობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, როგორი იტალიური დანადგარებიც აქვს "მეგაპროდაქშენს", რაც ძალიან დიდ უკუგებას მოიტანს, პირველ რიგში, კერძო სექტორში არსებული ზრდიდან და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მიმართულებით გაზრდილი დანახარჯებიდან გამომდინარე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი -  გარდაუვალია, რომ ჩვენ, ქართველები, აფხაზები, ოსები აუცილებლად დავსხდებით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია
გიორგი კვირიკაშვილი - გარდაუვალია, რომ ჩვენ, ქართველები, აფხაზები, ოსები აუცილებლად დავსხდებით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირ
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენით მიმართა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენით მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტ
წაკითხვა
 გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში უნგრეთის ახალ ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში უნგრეთის ახალ ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამი, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89-90%-იან ზრდას გულისხმობს
გიორგი კვირიკაშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამი, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89-90%-იან ზრდას გულისხმობს
ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ჯამი, 2
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - 20-წლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წელს ჩვენ განვაახლეთ მეტროს მშენებლობა და დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა
გიორგი კვირიკაშვილი - 20-წლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წელს ჩვენ განვაახლეთ მეტროს მშენებლობა და დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა
თბილისში დღეს მეტროსადგური "უნივერსი
წაკითხვა
მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გაიხსნა
მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გაიხსნა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, გიორგი ტყემალაძე, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში
გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, გიორგი ტყემალაძე, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია &quo
წაკითხვა